სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაფერი გამოსდით და 1 დღე ამ კვირაში, რომელიც ყველამ ფრთხილად უნდა გაიაროს
24-05-2021
-
+


ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 26 მაისი, ეს არის მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთდროულად. გამოცდას გვიწყობს კოსმოსი. ცდუნებების ალბათობა იმატებს, ამიტომ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

მერკური რეტროგრადული ანუ უკან მავალი ხდება. ეს გაართულებს კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს.

თითოეული ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი ​ასეთია:

ვერძი: აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. შარმი გემატებათ და კონტაქტური ხდებით. თუმცა სულსწრაფი იქნებით და არ გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები.  

კურო: ყურადღებით და ფრთხილად იყავით საკუთარი სიჯიუტის და სიზარმაცის მიმართ. ეს იქნება მაცდუნებელი თქვენთვის. ფინანსურად კი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის.

ტყუპები: ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ. მზე თქვენს ნიშანშია. აქტიურები, ინიციატივიანი და შარმიანი ხართ. პირად და საქმიან ურთიერთობებში ყველაფერი გამოგდით. იდეების გენერირებას და რეალიზებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთ-ერთი რთული პერიოდი იწყება თქვენთვის. მეტი სიფრთხილე გმართებთ, სულსწრაფობა გააკონტროლეთ. თუმცა მეგობრული ურთიერთობებისთვის კარგი დროა. მაქსიმალურად გაასაიდუმლოეთ თქვენი საქმეები.

ლომი: აქტიური, ინიციატივიანი და შარმიანი ხართ. კარგი დროა თქვენთვის, ყველაფერი გამოგდით. საინტერესო ინფორმაციის და ახალი კონტაქტების დამყარების დროა. ეგოიზმი გემატებათ, საკუთარ თავზე წარმოდგენა გეზრდებათ, რამაც შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ.

ქალწული: თქვენი პრობლემა იქნება ის, რომ შეიძლება თქვენი გეგმები და იდეები რადიკალურად შეცვალოს. თუმცა შრომით, ნებისყოფით გვერდი აუარეთ პრობლემას და მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. კარიერულად კარგი პერიოდი გაქვთ.

სასწორი: ძველი შეცდომები, ვალდებულებები ან ვალები შეგახსენებენ თავს. შეიძლება ამან დისკომფორტი შეგიქმნათ. თუმცა თქვენ მოგეთხოვებათ სიმშვიდე, სტაბილურობა, დიპლომატია. პოზიტიური შესაძლებლობები მაინც გექნებათ, იღბლიანობა გემატებათ.

მორიელი: არ გაქვთ კარგი პერიოდი, ენერგოტონუსი ეცემა. პარტნიორის ფინანსებს ნუ დაეყრდნობით, ეს შეიძლება დაპირისპირების ფაქტორი გახდეს. არ უსმენთ არავის, ხდებით ჯიუტი, რაც შეიძლება შეცდომების მიზეზი გახდეს.

მშვილდოსანი: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქტიური, კონტაქტური ხართ. თუმცა ზედმეტად მომთხოვნი ხდებით და სულსწრაფობა გემატებათ, ამის ფონზე კი შეცდომებს უშვებთ. მოემზადეთ კარგი ცვლილებებისთვის ერთი თვის მანძილზე.

თხის რქა: თქვენი მთავარი პრობლემა, გაზრდილი ამბიციაა. ამან შეიძლება დაპირისპირებები გამოიწვიოს. სხვა მხრივ, თქვენი შრომისუნარიანობა, შეუპოვრობა და მოთმინება მოგცემთ შესაძლებლობას, სტაბილურობა შეინარჩუნოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი და აკონტროლეთ ამბიცია.

მერწყული: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ყველაფერი გამოგდით. შეგიძლიათ საქმიანი და პირადი ურთიერთობები თამამად განავითაროთ. ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ.

თევზები: რომანტიკული კავშირებისთვის კარგი დროა, ყველაფერი გამოდგით. შარმიანი, მიმზიდველი, ინტუიციური ხართ. წარმატების შანსი ძალიან მაღალია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება