სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ პრაქტიკული კონფერენციის დაწყებამდე რესურსცენტრების წარმომადგენლებმა გოჩა ტყეშელაშვილთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს
16-12-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი დარბაზში „ეტალონის“ პრაქტიკული კონფერენცია და Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება. 

პრაქტიკული კონფერენციის დაწყებამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა „ეტალონის“ ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან, ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. რესურსცენტრების წარმომადგენლები, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე და კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ინტელექტ-შეჯიბრის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. 

წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია: 

„ჩვენი მუნიციპალიტეტი ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული. დღევანდელი ღონისძიებიდან დიდი მოლოდინი გვაქვს. გვჯერა, რომ „წალენჯიხის ეტალონი მოსწაწვლე“ მაქსიმალურს გააკეთებს. თუმცა აქ გამარჯვებაზე არა აქცენტი, დღევანდელი შუალედური კონკურსის 24-ვე მონაწილე გამარჯვებულია, რადგან ისინი თავიანთი მუნიციპალიტეტის, სკოლის რჩეულები არიან. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“, გვინდა, რომ კიდევ მრავალ წელს გაგრძელდეს ეს საგანმანათლებლო პროექტი, ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ინტელექტუალურ-შემეცნებით შეჯიბრს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა დაურუნდეს ტელესივრცეს.“ 

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი: 

„ეტალონის“ დაარსების დღიდან, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ჩვენი მუნიციპალიტეტის მთელი საგანამანთლებლო სივრცე ამ პროექტის დიდი გულშემატიკვარია. ინტელექტ-შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანია, კლასგარეშე აქტივობა და არაფორმალური განათლება არის პირველი, რამაც დღეს განათლების სისტემა სხვა სივრცეზე უნდა გაიყვანოს. დიდი სიხარულით მოვდიოდით დღევანდელ კონკურსზე, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი წარმომადგენელი გაიმარჯვებს თუ სხვისი, მთავარია, რომ აქ ყველა მონაწილე გამარჯვებული იქნება. ასეთი სასიხარული შეხვედრები ხშირი უნდა უყოს, რადგან საქართველოს ახალგაზრდები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, გაიცნობენ, სწორეს ეს არის ჩვენი ქვეყნის შენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.“  

თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე: 

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს ბავშვებს, ჩვენს საზოგადოებას. საგანმანათლებლო პროექტებში ის ერთადერთია, მსგავსი ტიპის პროექტი არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ მე არ მეგულება. „ეტალონს“ არამხოლოდ შემეცებითი, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც აქვს. ჩვენი ბავშვები ყოველთვის ხალისით არიან ჩართულები ინტელექტ-შეჯიბრში. რა თქმა უნდა, წარმატების იმედი გვაქვს.“  

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი:

„ეტალონი“ უკვე ათეული წელია, რაც ჩვენი მოსწავლეებისა და ჩვენი სკოლების ცხოვრებაშია. ჩვენი მუნიციპალიტეტი ატიურად მონაწილეობს ინტელექტ-შეჯიბრში. ჩვენი მოსწავლეები წლებია, პირველ ადგილებზე გადიან ანალოგიურ კონკურსებში. დღევანდელი ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ, განსაკუთრებით კი „ოზურგეთის ეტალონ მოსწავლეს.“ მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი აუცილებლად განრგძობითი ხასიათის იქნება, ბევრი ახალი ინიციატივა აქვს ბატონ გოჩას, ახლა უკვე მშობლების ჩართულობითაც. მე მჯერა, რომ ყველა ახალი ინიციატივა აუცილებლად მხარდაჭერილი იქნება როგორც ხელისუფების, ასევე საზოგადოების მხრიდან.“

ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე:

„რაც მედია სივრცეში გაჩნდა ეს პროექტი, რომელსაც „ეტალონი“ ჰქვია, იქიდან მოყოლებული დღემდე ვარ ამ პროექტის გულშემატკივარი სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო. 21-ე საუკუნეში ასეთი ეროვნული, პატრიოტული, შემეცნებითი, მამულიშვილური და შემოქმედებითი, პროექტი, როგორიც არის „ეტალონი“, აუცილებელია. რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებულს, გვაქვს მისი იმედი, ის არის ჭკვიანი და კრეატიული ადამიანი.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი:

„დღეს, მართლაც, სასიხარულოა დღეა, ბატონმა გოჩამ კიდევ ერთი სასიხარულო დღე აჩუქა ჩვენს მოსწავლეებს. „ეტალონი„ არის ცოდნის ზეიმი და მე მჯერა, რომ ამ ცდონის ზეიმში მონაწილეობას მიიღებს ყველა რეგიონის მოსწავლე. მათ შორის მონაწილეობას იღებს, ჩვენი მოსწავლე, რომელმაც გაიმარჯვა რაიონში. ეს არის მე-9 კლასის მოსწავლე, არ ველოდებოდით რა თქმა უნდა, მის გამარჯვებას, მაგრამ ყველას აჯობა. დღეს მე მჯერა, ბატონი გოჩას მიერ ჩატარებულ ამ ზეიმში ყველა გამარჯვებული იქნება. მადლობა „ეტალონს“ და მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.“

კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს მადლობას უხდის საინტერესო პროექტისა და ღონისძიებებისათვის:  

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო მედიაპროექტია. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს მოტივირებულს ხდის, რომ მეტი იკითხონ, მეტი ცოდნა მიიღონ. დიდი მადლობა „ეტალონის“ დამფუძნებელსა და სულისჩამდგმელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი პროექტისთვის. მე და ჩემი სკოლა ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალ-ყურს ინტელექტ-ჩემპიონატის აქტივობებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. თქვენი ღონისძიებები ყოველდღიურობას გვიხალისებს.“

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

NAEC გამოცდის თარიღს ასახელებს - ჩატარდება საცდელი ტესტირებაც

ხანძარი ზუგდიდის საბავშვო ბაღში

სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო  - განაცხადის ვადები და ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია 

მასწავლებელი განათლების სამინისტროსგან საყვედურს მიიღებს და შესაძლოა სკოლიდანაც დაითხოვონ - სოცქსელების აკრძალვა საფრანგეთში და ახალი რეგულაციები

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026 ? - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება