სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია
16-12-2017
-
+


2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია.

პირველ ადგილზე გავიდა „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ დემეტრე ჯავახაძე. იგი ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-11 კლასელია:

„გამარჯვებას ველოდი. თუმცა ვნერვიულობდი და მეშინოდა, მაგრამ ახლა ჩემი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მასწავლებლებს, მშობლებსა და მთლიანად სკოლას მიძღვის. წარმატებას ვუსურვებ ჩემს სკოლასა და მთელ ქუთაისს.“

მეორე ადგილს დაუფლა „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ თამარ სიხარულიძე. იგი ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელია:

„ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“. ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა მიმეღო მონაწილეობაა ამ ინტელექტ-შეჯიბრში. ნამდვილად არ ველოდი სამეულში თუ გავიდოდი. ძალიან გახარებული ვარ, რომ მეორე ადგილი დავიკავე.“

მესამე ადგილზე გავიდა „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ ანა გუშკაშვილი. იგი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეა:

„სამეულში მოხვედრას ველოდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი ზუსტად რომელ ადგილს დავიკავებდი. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“, ჩემს მასწავლებლებსა და გულშემატკივრებს.“

დემეტრე ჯავახაძეს, თამარ სიხარულიძესა და ანა გუშკაშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერები გადასცა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება