სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სქემის ხარვეზად მიმაჩნია მასწავლებლის გამოცდის მინიმალური შედეგის აღიარება“ - ნანი გორდეზიანი, ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი
21-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნანი გორდეზიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?


- სოციალური მუშაკის სკოლაში ინტეგრირება ეფექტიანი მუშაობის შედეგად (კლასის დამრიგებელთან ერთად) აამაღლებს მოსწავლეთა სრულ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- სამედიცინო კაბინეტის  მოწყობა სკოლაში ხელს უწყობს სკოლის უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებას და, ამდენად, მისასალმებელია.  ჩვენს სკოლას არა აქვს შესაბამისი სივრცე კაბინეტის მოსაწყობად.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- აღნიშნული ცვლილება შეამცირებს გაკვეთილების გაცდენების რაოდენობას, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ჩამორჩენა უნდა დავძლიოთ ინდივიდუალურად. მასწავლებელმა სასწავლო კურიკულუმში უპირატესობა უნდა მიანიჭოს პრიორიტეტულ თემებს და დარჩენილ სასწავლო დღეებზე გაწეროს პროგრამის საკითხები.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- წინა სქემის ხარვეზად მიმაჩნია  მასწავლებლის გამოცდის მინიმალური შედეგის აღიარება.  კარგი იქნება, თუ მომავალში, სტატუსის მინიჭებისას, უპირატესობა ექნება გამოცდის მაქსიმალურ ქულას და ამასთანავე ამ შემთხვევაში მასწავლებელი გათავისუფლდება დანარჩენი დამატებითი აქტივობებისაგან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება