სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„კომისია ალბათ 1-2 თვეში მიიღებს რეგულირების წესის საბოლოო ვერსიას“ - ბერიკა შუკაკიძე
21-05-2021
-
+


მასწავლებლის გამოცდები ახლოვდება და პრაქტიკოსი პედაგოგების საკითხიც სულ უფრო აქტუაური ხდება; ამასობაში, სრულიად პედაგოგიური საზოგადოება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესის მოლოდინშია, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით მკაცრადაა გასაიდუმლოებული და სწორედ ამ საკითხბის გასარკვევად Etaloni.ge მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა:

- პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, სკოლას დატოვებენ, თუმცა ისინი სკოლაში დაბრუნებას მოწვეულ მასწავლებლებად შეძლებენ- ეს თქვენი სიტყვებია, ბატონო ბერიკა, მაგრამ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ, მაშინ, როდესაც მოწვეული მასწავლებლის დატვირთვა მხოლოდ 9 საათია?

- სკოლაში მასწავლებლის დასაქმებას წყვეტს სკოლის დირექტორი, დირექცია, სამეურვეო საბჭო - ესაა მათი გადაწყვეტილება და დეცენტრალიზაციის პროექტის ნაწილი, რომ სკოლებმა თვითონ ისწავლონ თავიანთი საკითხების მოგვარება და აქ სამინისტრო არაფერ შუაშია.

ჩვენ ვერავის, ვერაფერს ვეტყვით, ვერავის ვერაფერზე მივუთითებთ და თუ სამინისტრო მასწავლებლის სახლს დაავალებს, რომ ჩავერთოთ გასაუბრების კომისიაში, როგორც ჩვეულებრივი წევრები და არა როგორც ჭკუის დამრიგებლები, სიამოვნებით ჩავერთვებით; თუ ამას არ იზამს, მაშინ სკოლამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს.

- ხშირად ერთვება ხოლმე მასწავლებლის სახლი გასაუბრებაში?

- როდესაც პენსიონერი პედაგოგები გავიდნენ პროფესიიდან, ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით; ჩვენი თანამშრომლები ჩართულები იყვნენ გასაუბრების კომისიაში და საკმაოდ წარმატებითაც.

- პენსიონერი პედაგოგები ახსენეთ და საპენსიო ჯილდოზე უნდა გკითხოთ - ეს საკითხი დღის წესრიგში დგას თუ ჩაბარდა წარსულს?

- ეს ინფორმაცია მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა იცის...

- მასწავლებლების გამოცდებზე ვისაუბროთ. ზოგად უნარების მინიმალური ზღვარი უცნობია. რის მიხედვით შეფასდებიან პედაგოგები?

- არსებობს 1, 4, 7, 10 კრედიტი და ესაა ზღვარი, ისევე, როგორც იყო ადრე... უნარების გამოცდა ეხება მხოლოდ პრაქტიკოს პედაგოგებს.

- თუმცა სტატუსის მიუხედავად, ყველა პედაგოგისთვის პროფესიული რეგულირების ახალი წესი იქნება. რა ეტაპზეა ეს დოკუმენტი, ბატონო ბერიკა?

- განათლების სამინისტროში იქნება სახელმწიფო კომისია, რომელიც მასწავლებლის რეგულირების წესს განიხილავს, არის რამოდენიმე ვერსია და რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს, მასწავლებლის სახლი იმას შეასრულებს.

- უფრო კონკრეტულად...

- კომისია შეიქმნება მინისტრის ბრძანებით და ეს კომისია ალბათ 1-2 თვეში მიიღებს  რეგულირების წესის საბოლოო ვერსიას. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები იქნებიან ჩართულები ამ კომისიის მუშაობაში და რასაც კომისია დაგვავალებს -  მასწავლებლის პროფესიაში შესვლაზე, მის პროფესიულ წინსვლაზე... ზუსტად იმას შევასრულებთ. ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი, რომელიც ჩართული იქნება სამუშაო ჯგუფში, თუმცა  წარვადგენთ ჩვენ ვერსიას, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს სახელმწიფო კომისია.

- ესე იგი, კომისიის დავალებას შეასრულებთ და საინტერესოა, საერთოდ სიტყვა ეთქმის მასწავლებლის სახლს თუ უპირობოდ იღებთ, რასაც გთავაზობენ?

- გვაქვს ჩვენი ვერსია, მაგრამ ჩვენი ზემდგომი სტრუქტურული ერთეული არის საქართველოს მთავრობა და მის მიერ შექმნილი კომისია რასაც დაგვავალებს, იმას შევასრულებთ, მაგრამ ამ კომისიის მუშაობაში ჩვენი ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირი იქნება ჩართული.  

- კერძო სკოლის მასწავლებლებსა და სავალდებულო ტრენინგებზე გკითხავთ...

- მათ არ აქვთ არაფრის ვალდებულება! სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, მის მასწავლებლებს სჭირდებათ თუ არა პროფესიული განვითარება. არავინ არავის არაფერს აძალებს! თუ მასწავლებელს არ უნდა და სკოლაც თვლის, რომ პედაგოგი პროფესიულად საკმარისად არის განვითარებული, იძულებით ხომ არ წავიყვანთ?

- და თუ კერძო სკოლის მასწავლებლებსაც სურთ მასწავლებლის სახლის ტრენინგებზე დასწრება?

- კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლები, ყველა მიიღებს უფასო სერვისს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს

სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი დალი შუკაკიძე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გვიზიარებს

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა დედის როლსა და ამაგს

ჯგუფების შემადგენლობაში იყვნენ როგორც პირველკლასელები, ისე მე-4 კლასელები

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება