სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია არახამია სამოქალაქო განათლების ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგად დასახელდა
20-05-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა არაერთი წარმატება მოიპოვეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე. 

სკოლის ინფორმაციით, პედაგოგმა მაია არახამიამ მოიპოვა სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. 

„ზუგდიდის  ბოტანიკურ ბაღში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა,სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები. მათ შორის ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ირაკლი ფიფიამ და ანანო ხარებავამ მოახდინეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტის "მომავლის ჟურნალისტები“ პრეზენტაცია. 

ღონისძიებაზე ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია არახამია და ლიდერი მოსწავლეები ანანო ხარებავა და ირაკლი ფიფია. 

ჩხორიის სკოლას ულევი წარმატება გვხვდა ამ პროექტისგან, განხორციელდა არა ერთი საინტერესო საგრანტო და საკლასო პროექტი. ჩვენი სკოლა გახდა ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მაია არახამიამ მოიპოვა სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ჩვენი მოსწავლეები გახდნენ არაერთი კონკურსის გამარჯვებულნი. დღეს ძალიან გვენანება პროექტის დახურვა, მაგრამ ჩვენი ინიციატივები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია PH INTERNATIONAL-ს, ქალბატონ თამარ ფრუიძეს, ( სალომე გარდავას, თამუნა გამსახურდიას) , ასოციაცია „ათინათის“ არაჩვეულებრივ გუნდს,ბატონ გია ხასიას, ქალბატონ რუსუდან ყალიჩავას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება