სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციებით სავსე ბოლო ზარი უჩამბის საჯარო სკოლაში
20-05-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასელებს დაემშვიდობა. ბოლო ზარი ემოციური და ღიმილით სავსე იყო.

უჩამბის საჯარო სკოლის მე-12 კლასის დამრიგებელმა ნინო ფევაძემ და პედაგოგები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ და გზა დაულოცეს.

„სასკოლო წლები თითოეულ ადამიანისათვის  შთამბეჭდავად დაუვიწყარია. ვინც არ უნდა იყოს და საითაც უნდა წაგიყვანთ ცხოვრების ტალღამ, მერწმუნეთ, ყოველთვის თბილა და ტკბილად  გაგახსენდებათ სკოლის კედლებში გატარებული წლები. მიუხედავად იმისა რომ ბოლო ორი წელი სულ დაძაბული იყავით ამ პანდემიის გამო, მაინც შეძელით და წარმატებით დაამთავრეთ სასწავლო წელი. გახსოვდეთ შრომა არ იკარგება.

უფალი დაგაჯილდოებთ თავდაუზოგავი შრომისთვის - თქვენ ეს შეგიძლიათ. ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ,  თავად იღბალი იყოს თქვენი და თქვენი ცხოვრების მეგზური. საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს
დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ რომ თქვენი წარმატებების საიდუმლო თქვენს ხელშია.

დაე, სკოლაში გატარებულმა დღეებმა ნათელი კვალი დატოვოს თქვენ გულებში.

დაე, აქ მიღებულ ცოდნით შეიარაღებულებს ყველაზე ურთულეს მომენტებშიც კი ყველა დაბრკოლება ადვილად გადაგელახოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვეთ ცოდნის სამეფოს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას“, - აღნიშნა სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება