სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წარმატებით გავლილი izrune.ge-ს სიბრძნის ხუთშაბათის ტესტი და პატარა იზრუნელი ქუთაისის N10 საჯარო სკოლიდან
20-05-2021
-
+


ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. აქვე არ ივიწყებენ არაფორმალურ განათლებასა და მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ პროექტს izrune.ge-ს.

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მათე გაბუნიამ izrune.ge-ს სიბრძნის ხუთშაბათის ტესტი წარმატებით გაიარა და ახლა საკუთრ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„მოგესალმებით, მე ვარ მათე გაბუნია, ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე. მეორე კლასიდან ვმონაწილეობ ამ არაჩვეულებრივ პროგრამაში, რის შესახებაც ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა უსაყვარლესმა მასწავლებელმა - მაია ხაბურზანიამ, რომელიც აქტიურად ზრუნავს, რომ ვიყო წარმატებული მოსწავლე.

ჩემთვის სასიხარულოა ამ ფორმატის ტესტების კეთება და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა სასურველ შედეგს ვიღებ. განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი, როცა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან გასაუბრების საშუალება მომეცა, როცა მონაწილეობა მივიღე ეტალონში. მე არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი დღე.

მინდა, მადლობა მოგახსენოთ, იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ, რადგან ამ სახის ტესტებით ჩვენი ცნობიერება ფართოვდება. ჩემთვის საინტერესოა ახალი ინფორმაციის მიღება და შემდეგ ამ ყველაფრის შემეცნება.

მინდა, ბევრი ასეთი პროექტი იყოს ,რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მეტად მოვინდომოთ და გავხდეთ ქვეყნის საამაყო მამულიშვილები, ჩვენი ცოდნითა და საქმით. ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს ჩვენი ცნობიერების ამაღლებაზე“!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება