სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შევხვდებით დიდების ცხოვრებაში და ყოველ შეხვედრაზე გავიხსენებთ ბავშვობას“ - თბილისის N144 სკოლის პედაგოგი სადამრიგებლო კლასს ემოციური წერილით აცილებს
20-05-2021
-
+


თბილისის N144 საჯარო სკოლის მასწავლებელი სადამრიგებლო კლასს წერილით აცილებს და გზას ულოცავს.

„მე, ჩემთვის გამორჩეული, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი და ამ გულითადი, კეთილმოსურნე, ბავშვებზე ფიქრით მართლაც თავატკივებული სკოლის ერთი უჩვეულოდ კარგი მე-12კლასის დამრიგებელი გახლავართ.

დამეთანხმებით, ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ კლასის ხელმძღვანელი, იცით, რა დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც იწყებ ამ სტატუსით მოღვაწეობას სკოლის კედლებში. მეც ასე გულაფანცქალებულმა და ცოტა დამფრთხალმა დავიწყე 8 წლის წინ ამ კლასის დამრიგებლობა. დღესაც ბავშვებს ვეძახი, თუმცა ჩემზე უკეთ არავინ იცის, როგორ გაიზარდნენ ეს ონავარი გოგო-ბიჭები.

დღეს მე მათ ცხოვრების მომავალ ეტაპზე გადასასვლელ კარს ფართოდ გავუღებ და მაინც მგონია, რომ მომზადებულს გავუშვებ, სრულიად ახალ, საინტერესო გამოწვევებით აღსავსე ცხოვრების კორიანტელში.

მეფიქრებიან... მედარდებიან.... მაგრამ  მეიმედებიან. ისეთი საინტერესო, მრავალმხრივი, მიზანდასახული, თუმცა ბობოქარი და სიცოცხლეზე შეყვარებული ახალგაზრდები არიან, გულს უხარია, მათთან ყოფნის ბედნიერება რომ მხვდა წილად. ბევრი გავიარეთ ერთად. ვკამათობდით, ვიბუტებოდით, მაგრამ მაინც ვრიგდებოდით ბავშვური ნეკი-ნეკისათი, იმიტომ  რომ ისე არასოდეს ვაწყენინეთ ერთმანეთს, რომ ვერ გაგვეძლო. თავიც დაუხრიათ, როცა არ მოსწონებიათ თავიანთი საქციელი და სკოლის დერეფნებში ამაყადაც გაუვლიათ, როგორც წარმატებულ მოსწავლეებს. ბევრი იყო ასეთი დღე და ყველა დღე მინდა მახსოვდეს, მეც და თქვენც.

 ცოტა ხნის წინ ვუთხარი მათ, მე ყველა ერთნაირად მიყვარხართ-მეთქი. ერთ სიტყვაში მოვიტყუე და მომიტევეთ...ერთნაირად არა, ყველა სხვადასხვანაირად და ისე მიყვარხართ, როგორც თქვენს გულს სჭირდება, ჩემო პატარა მეგობრებო... აი, ერთნაირად  კი ნამდვილად მტკივა დარდი და მიხარია მათი  წარმატება. ვშიშობ ხელს რომ გავუშვებ, არსად „გადაიჩეხონ-მეთქი“, მე ხომ სულ მათი ფარი მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ რატომღაც ძალიან მჯერა, რომ ჩემ თვალწინ გაზრდილი თავმოყვარე გოგო-ბიჭები ისე არასოდეს წაიქცევიან, რომ წამოდგომა და ფეხზე მყარად დადგომა ვერ შეძლონ.

და კიდევ... ქართული გენი უყვართ „როკვით განფენილი“, მრავალხმიანი  ქართული სიმღერა უყვართ, ლექსის წერა და მისი მარილმოყრილად წაკითხვა შეუძლიათ სანთლის შუქზე, ერთმანეთის „ჯიბრზე“ ერთმანეთისთვის თავის გამოდება გამოსდით თავდაუზოგავად...ადამიანის სიყვარული მოსდევს თითოეულს.....ბევრი ვაქე, ბევრიც შეიძლება პირველად გავუმხილე, თუმცა იმსახურებენ... იმიტომ, რომ მე თუ არ დავუყვავე, მე თუ არ მოვეფერე, მე თუ არ ვაგრძნობინე დიდი სიყვარულით  რომ მივაცილებ სკოლიდან, იქნება, მართლა წაიბორძიკონ ცხოვრების ახალ საფეხურებზე და სწორედ ამ თანგაყოლილმა სითბომ გაუადვილოთ  სავალი გზა.
 
ყველაზე ნიჭიერო, მოხდენილო, ხალასო და მომავლიანო ახალგაზრდებო, დღეს თქვენი სკოლა დარეკავს თქვენთვის ბოლო ზარს, ხვალიდან კი ისეთი ზარები დარეკეთ თქვენი სასახელო მომავლით, რომ თქვენმა მშობლიურმა სკოლამ და მეც  არაერთხელ ვიამაყოთ თქვენით.

 მიყვარხართ! აქ გემშვიდობებით, შევხვდებით დიდების ცხოვრებაში და ერთმანეთს ყოველ შეხვედრაზე შევახსენებთ ბავშვობას, რომელიც ასე ძალიან გიყვარდათ თქვენც და მეც. თქვენი გულშემატკივარი და თქვენზე შეყვარებული თეა „მასწი“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება