სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წაბლანის საჯარო სკოლა მოსწავლეს, წარმატებულ მოჭიდავე ანრი ზოიძეს დაბადების დღეს ულოცავს
20-05-2021
-
+



„ქართული ჭიდაობის ამომავალ ვარსკვლავს დაბადების დღეს ვულოცავთ“ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლო მოსწავლეს, ანრი ზოიძეს დაბადების დღეს ულოცავს.
 
„ანრი  ზოიძე  წაბლანის საბაზო სკოლიდან სწავლას აგრძელებს დაბა შუახევის საჯარო სკოლაში. საბაზო სკოლაში ვერ მოხდა მისი ნიჭით ნასაზრდოები ფიზიკური უნარების აღმოჩენა. არ აკლდა ზრდილობა, თავაზიანობა და საინტერესო თავმდაბლობა.   

სკოლის შეცვლის შემდეგ უმოკლეს დროში მან იპოვა თავისი შესაძლებლობების რეალიზების გზა ქართულ ჭიდაობაში. ცხადია, მოკლე დროში განსაკუთრებული  ნიჭისა და მოტივაციის გარეშე შეუძლებელია მკაფიო შედეგების მიღწევა და ეს პრინციპი მან შეასანიშნავად დარღვია!  VII კლასის პირველი სემესტრიდანვე, სამიოდი თვიანი ვარჯიშის ფონზე უკვე საპრიზო ადგილებს იკავებს.  ნიჭით ნასაზრდოებმა  ფიზიკურმა  შესაძლებლობებმა თავისი შედეგი გამოიღო და ჯერ კიდევ  სკოლის დამთავრებამდე მის სახელზე ირიცხება 15 მდე საპრიზო ადგილი და უამრავი ჯილდო, მედალი. ზოიძეთა გვარის  ღირსეულმა შვილმა, მთის არწივთა შთამომავალმა შეკრიბა გვარის მახასიათებლები და ტატამზე გამოავლინა შესაძლებლობები.

წაბლანის საჯარო სკოლა მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ ქართული ჭიდაობის ამომავალ ვარსკვლავს დაბადების დღეს. ვუსურვებთ რესურსების მუდმივ განახლებას, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის ულევ ენერგიას და მთლიან დახარჯვას. მადლობას ვუხდით ვაჟკაცური  შრომისთვის,  ოჯახისა და გულშემატკივართა  გაახარებისთვის. ვუსურვებთ მთელი ქვეყნის გახარებას და ოლიმპიურ შედეგებს.

სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მის მწვრთნელს, ბატონ გელა ზოიძეს. ნიჭის აღმოჩენა, ხელშეწყობა და ამოქმედება ერთეულებს შეუძლიათ. გელამ ეს შესანიშნავად შეძლო. ვუსურვებთ რეალიზების მეტ ნიადაგს და ეროვნული სიამაყით სავსე სარბიელს“ - ვკითხულობთ სკოლის მისალოც ტექსტში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება