სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახლა ამაყად შეუძლიათ თქვან, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გავედითო“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური წერილი XII კლასელებს
20-05-2021
-
+



ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე მე-12 კლასელებს ემოციური გზავნილს უძღვნის. დირექტორმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და გზა დაულოცა.

„აჰა, დასრულდა სწავლის გრძელი მარათონი, ახლა კი ამაყად შეუძლიათ თქვან, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გავედითო.
                               
დაიძრა კურსდამთავრებულთა ლაშქარი დიდი გზის ყველა მიმართულებით, მაგრამ მშობლიურ სკოლასთან, მასწავლებლებთან გამოთხოვება უმტკივნეულო როდია. ამას ორგანულად განიცდიან ახალგაზრდები. მართლაც ძნელია „მშვიდობით, ნახვამდის“ უთხრა იმ ადგილს, გარემოს,რომელთანაც 12 წლის განმავლობაში უხილავი მტკიცე სასიცოცხლო ძაფებით იყავი დაკავშირებული.

ვდგავართ ცხოვრების კარიბჭესთან და კვლავ ერთი ამოსუნთქვაც და საშუალო სკოლა  დავამთავრეთ. მშობლიური სკოლა საგზურს მოგვცემს და თან გაგვატანს, სითბოს,სიყვარულს,მშობლიურ ლოცვა კურთხევას,რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ცხოვრების საინტერესო და დიდ გზაზე.

ძვირფასო სკოლავ და მასწავლებლებო, ერთხელ კიდევ მოგილოცავთ ჩვენი თაობის გამოშვებას, ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გაყვანას. დაე, მუდამ იყოს მასწავლებელი თავისი ფიქრებითა და ოცნებებით, საკუთარი ლამაზი სულის საიდუმლოებებით.
თქვენს წინაშე ყოველთვის ვალში ვიქნებით!.

აი გაივლის მრავალი წელი,
ჩვენი ოცნება გადიფრენს რაშით,
მაშინაც გეტყვით მასწავლებლებო,
მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ...

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში. პატივისცემით სკოლის დირექტორი, ტარიელ მიქელაძე.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება