სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში გაიმარჯვა
20-05-2021
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვითი კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. 

სკოლის ინფორმაციით, ეკოკლუბი „ტაიფუნი“ პროექტში გვიან ჩაერთო, ამას თან დაერთო პანდემიაც, თუმცა ამ გარემოებებს ეკოკლუბისთვის ხელი არ შეუძლია, რომ საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. 

„ჩვენ პრობლემებს სრულიად ახლებური ხედვა დავუპირისპირეთ და დიდი როლი შევასრულეთ პანკისის ხეობაში პანდემიით გამოწვეული კრიზის დაძლევაში - ეკოკლუბმა რამდენიმე პროქტიდან მოიპოვა დაფინანსება,შედეგად კი კლუბის წევრებმა განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა,მათ შორის: შევისყიდეთ დიდი რაოდენობით ქსოვილი,შევკერეთ პირბადეები და უსასყიდლოდ დავურიგეთ მოსახლეობას,ასევე ხეობაში გავავრცელეთ ქართული და ინგლისური წიგნები,რათა ბავშვებს პანდემიის დროსაც ჰქონოდათ საშუალება,გაცნობოდნენ ახალ ლიტერატურას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, ეკოკლუბის წევრებმა შშმ პირებისთვის საკანცელარიო ნივთები შეიძინეს, რამდენიმე კომპიუტერი კი გადასცეს იმ ბავშვებს, რომლებსაც ტექნიკასთან წვდომა არ ჰქონდათ და ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ. 

ეკოკლუბმა გხსნა სოციალური საწარმოც, სადაც შშმ პირები დასაქმდნენ. სკოლის ინფორმაციით, ისინი საწარმოში ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, დაფასოების შემდეგ კი პროდუქტს ადგილობრივ მაღაზიაში ყიდიან.

„ჩვენი ეკოკლუბელები პანდემიის დროს დაესწრნენ 100-ზე მეტ სემინარსა და ტრენინგს,მიღებული ცოდნა კი გაუზიარებს თანატოლებს. კონკურსის დასრულების შემდეგაც კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა, ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, საკუთარი თავის რეალიზება და ამ პროცესებში მოწყვლადი ჯგუფების თანაბარი მონაწილეობა.ნიკო კეცხოველის პრემია საერთო იდეის ირგვლივ გაგვაერთიანა“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისში, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

მთავრობის დადგენილებით ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლესში სწავლის კრიტერიუმები დადგნიდა 

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება