| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული დრესკოდი არ მოქმედებს. საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებს შეუძლიათ მივიდნენ, როგორც ე.წ. შორტებით, ისე დეკოლტირებული მაისურით, პირსინგებით, შილაკით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითაც, თუმცა ამ უკანასკნელს ჩვენ ნამდვილად არ გირჩევთ.
იმის გამო, რომ გამოცდები ივლისში ტარდება, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, გირჩევთ მაქსიმალურად გრილი და კომფორტული ტანსაცმლით წეროთ ტესტები, რათა დამატებითი დისკომფორტი არ შეგექმნათ და საგამოცდო საკითხებზე კონცენტრდირდეთ.
გამოცდებამდე აბიტურიენტები ყოველ წელს განიხილავენ ექნებათ თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა. მაგალითად, მაისურზე წლები ან ფორმულები რომ ეწეროთ, ხელზე დროებითი ტატუდ დაიტანონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აღნიშნული საკითხის დაზუსტებას ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან შევეცადეთ.
etaloni.ge-სთან საუბრისას ცენტრში განგვიცხადეს, რომ აბიტურიენტებს ტანსაცმელთან დაკავშირებით შეზღუდვა არ აქვთ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, რის გამოც შეძლება გამოცდაზე არ დაგიშვან.
ყურადღება! - დაუშვებელია, ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე ისეთი ინფორმაციის დატანა, რომელიც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს.
„ტანსაცმელთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა აბიტურიენტებმა კარგად იციან, რომ აკრძალულია ნებისმიერი სახით დამხმარე მასალის შეტანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის მაისურზე გამოსახულია რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა დამხმარე მასალად ჩაითვალოს, მსგავსი მაისურით გამოცდაზე აბიტურიენტი არ დაიშვება“, - განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ტანსაცმლისგან განსხვავებით, მკაცრად არის განსაზღვრული პირბადის ტარების წესი - გამოცდებზე მხოლოდ სამედიცინო ნიღბით დაიშვებით.
შეგახსენებთ, იმასაც, რომ გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს თმის შეკვრას სთხოვდნენ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარეობდა. წელს ჯერჯერობით მსგავსი რეკომენდაციები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მსგავსი შეზღუდვის გამორიცხვა პანდემიიდან გამომდინარე წელსაც შესაძლებელია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად