სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

eschool-ში დოკუმენტების ატვირთვის ვადები მაძიებლებს განესაზღვრათ - ცნობილია, როდის აისახება საბოლოო შეფასებები
14-05-2021
-
+


მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინების ვადები განისაზღვრება. მაძიებლებს დოკუმენტი 14 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ ატვირთონ.

ამასთან, მაძიებლებს, ვინც აკადემიური კურსი 19 აპრილი-21 მაისის ჩათვლით პერიოდში დაასრულებს, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში მაისის ბოლოს აესახებათ. ვინც 22 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დაასრულებს, შეფასება ბაზაში 4 ივნისამდე აიესახებათ. 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინების ვადად განისაზღვრება 14 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი. როგორც კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ბრძანება გამოიცემა, თქვენც და თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გავუზიარებ აღნიშნულ დოკუმენტს. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობებათ იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც აუცილებელი იქნება მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინებისათვის.

იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, ვინც აკადემიური კურსი დაასრულეთ 19 აპრილი-21 მაისის ჩათვლით პერიოდში, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში აგესახებათ მაისის ბოლოს. იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, ვინც აკადემიურ კურსს დაასრულებთ 22 მაისი-4 ივნისის ჩათვლით პერიოდში, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში აგესახებათ 14 ივნისამდე პერიოდში. 4 ივნისი არის ბოლო თარიღი აკადემიური კურსის დასრულების, რათა შემდგომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შეძლოს კურსის შეფასების ასახვა eschool-ის სისტემაში. სანამ, აღნიშნული შეფასება არ აისახება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვერ შეძლებს შეგიფასოთ მასწავლებლობის მაძიებელს მთლიანი კურსი და გააკეთოს წარდგინება eschool-ის სისტემიდან. დაელოდეთ აკადემიური კურსის შეფასების ასახვას და ამის შემდგომ შეაფასებინეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ყველა ატვირთული დოკუმენტაცია. თქვენც გაქვთ საშუალება შეფასებისა და წარდგინების პერიოდში ატვირთოთ დარჩენილი დოკუმენტები“, - აღნიშნულია, მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება