| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი მაია ბასილაური ხელმძღვანელობდა.
„VII, VIII და XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლამაზი, მაგრამ ცრემლით და ტკივილით სავსე ღონისძიება:
„9 აპრილი- დღე მწუხარებისა და დღე გამოღვიძებისა“. - მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე; ბავშვების თბილ სიტყვებში, ლექსებსა და სიმღერებში ჩანდა მოკრძალება და პატივისცემა სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირებისადმი.
მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესში.
მოკრძალებულ ღონისძიებას ფონად გასდევდა ამაღელვებელი განწყობა, რადგან 1989 წლის 9 აპრილმა ყველა ქართველის მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა - ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის