სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, წავახალისო ის პედაგოგები, რომლებიც ბევრს შრომობენ“ - ინგა მიქელაძე, სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი
12-05-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ინგა მიქელაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ცოდნის ლამპარი, სადაც მოსწავლეები ცოდნასთან ერთად კომუნიკაციას სწავლობენ. სკოლაში მიღებული ცოდნა იმითაც არის კარგი, რომ უფროს-უმცროსობა არ იცის, როგორც საყდარი ერთნაირად შეიკედლებს მოსწავლეებს, დააკვალიანებს, დაარიგებს, ასწავლის, ყველას ერთნაირად დაამშვენებს, ოღონდაც მივიდნენ სკოლის კარამდე და სწავლა მოინდომონ.  აქ მიღებული ცოდნა  მოსწავლეებს  გზას  უკვალავს.

- ცოდნა გვანიჭებს...

- განცდას, რომ დაუძლეველი არაფერია, ყოველივე მიიღწევა შრომით, მონდომებით. ცონდა სტიმულია, რათა  დრო  გონივრულად  გამოიყენო, მიზნობრივად განკარგო, შექმნა რაიმე ღირებული, რომლითაც შემდგომი თაობა შენით იამაყებს, მონაწილეობა მიიღო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში, პროექტებში და ა. შ.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ისეთი გარემო, სადაც რეალიზებულნი იქნებიან, გაითვალისწინებენ მათ აზრს და ინტერესებს, მოუსმენენ.  ჯანსაღი გონიერი თაობა გვყვავს, საღი აზროვნებით გამოირჩევიან, მათ შეუძლიათ არსებული შეცვალონ უკეთესისაკენ, თვითაქტუალიზაციის მეტი  შანსი უნდა ჰქონდეთ.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ის პედაგოგები, რომლებიც მე მასწავლიდნენ საუკეთესოდ მიმაჩნდა, ახლაც მახსოვს მათი ღიმილიანი მზერა, ხანდახან მკაცრი გამოხედვა, გონივრული რჩევები. მახსენდება ბოლო ზარი, როდესაც  პროფესიულ არჩევანზე მიდგა საქმე,  ბიოლოგიის მასწავლებელმა ისეთი გონივრული რჩევა მომცა, რომელიც დღესაც მეხმარება, მისი რეკომენდაციით ავირჩიე პროფესია.

- დირექტორობა მეხმარება...

- მენეჯმენტი სწორად ვმართო, გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს, პრობლემები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას ეხება,  დროულად მოვაგვარო, სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ვფიქრობ, ვაფასებ საკუთარ უნარ-ჩვევებს, ვსახავ მიზანს  და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი  შესაძლებლობები. კოლეგებთან ვიყენებ ურთიერთობის დარეგულირების დიპლომატიურ მეთოდს, რაც მეხმარება პიროვნულ განვითარებაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- ვიყო სამართლიანი, ობიექტური, მისაბაძი, მაგალითის მიმცემი. წავახალისო ის პედაგოგები, რომლებიც ბევრს შრომობენ, სტიმული მივცე მათ, ვინც სასკოლო ცხოვრებას ამრავალფეროვნებს, მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია წამახალისებელი მეთოდებით და ა. შ.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- შრომისმოყვარეობა, მონდომება, საქმისადმი სიყვარული, გულწრფელობა, თავაზიანობა და რაც მთავარია, მოსმენა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება