სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის დისტანციურად ჩატარებისს წესში ცვლილებები შევიდა - ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
21-11-2025
-
+


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა. 

ცვლილებები შეეხო პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების ნაწილს:

 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტი/კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს.

2. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შინაარსის მარეგულირებელი აქტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია ამ პროგრამის ფარგლებში.

3. დაუშვებელია ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლება დისტანციური ფორმით.

4. დაუშვებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება დისტანციური ფორმით.

5. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება)  ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ორგანიზება არადისტანციური ფორმით.

6. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებისათვის, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად სწავლების ან/და შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება. ამ შემთხვევაში,  პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომ – ცენტრი) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადში ასახოს პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, არგუმენტირებული დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ფასდება პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

7. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას და ავტორიზაციის/პროგრამის დამატების ეტაპზე არ ჰქონდა მოთხოვნილი პროგრამის/პროგრამის კომპონენტის/კომპონენტების დისტანციურად  განხორციელება, პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია  მიმართოს ცენტრს, პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების თაობაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით.

8. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას/პროფესიული გადამზადების პროგრამას და პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე არ ჰქონდა მოთხოვნილი პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად დისტანციურად ან ნაწილობრივ დისტანციურად  განხორციელება, პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია მიმართოს ცენტრს პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების თაობაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით.

9. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე  ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას/პროფესიული გადამზადების პროგრამას და სურს განახორციელოს აღნიშნული პროგრამა/პროგრამის კომპონენტები სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად, ვალდებულია შეცვალოს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების ფორმა, რომელსაც ეყრდნობა  პროფესიული მომზადების პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა და ცვლილების შემდგომ მიმართოს ცენტრს პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების თაობაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით.

10. პროგრამის დისტანციურად ან ნაწილობრივ დისტანციურად  განხორციელების მიზნით დაწესებულება განსაზღვრავს დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესის ეტაპებს, პროცესში ჩართულ პირთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ასევე, დისტანციური სწავლებისა და შეფასების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებს.

11. ამ მუხლის მე-7–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია,  განახორციელოს მონიტორინგი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება