სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს - საერთო სამაგისტრო გამოცდა 2021
06-05-2021
-
+

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით აპლიკანტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

გაიგეთ, რა შემთხვევაში გეთვლებათ სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად; როდის შეუძლია მაგისტრანტობის მსურველს აირჩიოს ტესტის ტიპი და როგორ ხდება საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა:

რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?

ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ.

დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში

როდის შეუძლია მაგისტრანტობის მსურველს აირჩიოს ტესტის ტიპი?

2020 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები აბარებენ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს, რამაც სრულად მოხსნა პროგრამების არჩევისა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტი კვლავაც 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა როგორ ხდება?

საგანმანათლებლო პროგრამას რეგისტრაციის დროს არ ირჩევთ. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩარიცხვებში განიხილებით იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომლის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში წარმატებით ჩააბარეთ.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება