სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ხარაგაულს სტუმრობს - კინოთეატრში ყველა თაობის წარმომადგენელია შეკრებილი
02-12-2017
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ხარაგაულის რესურსცენტრსა და მერიას ესტუმრა. 

ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხარაგაულის კინოთეატრში მიმდინარეობს. 

მასში ხარაგაულის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიების დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულებს და 21 ნოემბერს, თბილისში, თემქაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდებს.

წუთიერი დუმილის შემდეგ, „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“, ნინო მაღრაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, მარელისის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, მერის თანაშემწე გენდერულ და არასმთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 





























კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება