სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გეზათის სკოლაში „ეტალონის“ ოქროს ფონდში შესვლამ დიდი სიხარული და ოვაციები გამოიწვია
01-12-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გეზათის საჯარო სკოლას ესტუმრა.

სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას აბაშის მუნიცუპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, გეზათის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ შუბლაძე, შალვა ჯღარკავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიგა ცომაია, ამავე სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა და განათლების განყოფილების უფროსი ნათია მელია ესწრებოდნენ. 

ღონისძიების შემდეგ „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“, ქეთევან გაბუნიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

აღნიშნული საჩუქრის გადაცემას დიდი სიხარული და ოვაციები მოჰყვა. 

როგორც სკოლის დირექტორმა ნათელა კიკაბიძემ აღნიშნა, უიშვიათესი დღეა მათ ცხოვრებაში:

„სიხარულის ზენიტი გვაქვს, ძალიან ბედნიერი დღეა ჩვენს სკოლში. დიდი მადლობა ჩვენს ქეთის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბატონი გოჩა გვეწვია. მადლობა მას ამ დიდი სიხარულისთვის. მთელი კოლექტივის სახელით მადლობას გიხდით „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შარშანდელი „ეტალონის“ გამარჯვებულის ბაბუა ამავე სკოლის 87 წლის ფიზკულტურის მასწავლებელია. მის დაჟინებულ მზერას კი ქალები დღემდე ვერ უძლებენ.

გეზათის საჯარო სკოლაში ახალი, ინოვაციური საიტის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ღონისძიების დასასრულს, გოჩა ტყეშელაშვილსა და ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს სკოლა ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა. შეხვედრის ბოლოს „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება