სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიღნაღის საჯარო სკოლის პირველკლასელები მშობლიურ ენას ლექსებით მოეფერნენ
16-04-2021
-
+


ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის, სიღნაღის საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიღნაღის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის, სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე, უსაყვარელს მასწავლებელთან - თამარ გურასპაშვილთან ერთად,  სიხარულითა და ხალისით აღნიშნეს პირველკლასელებმა. ამ დღის განსაკუთრებულობა მათ ახლად შესწავლილი ანბანითა და იაკობ გოგებაშვილის მხატვრული სამყაროთი შეიმეცნეს. ისინი მშობლიურ ენას ლექსებით მოეფერნენ, ხალისით წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის პატარა მოთხრობები და კლასში მოაწყვეს მის მიხედვით შექმნილი ნახატების გამოფენა. პატარებმა საკუთარი ხელით დაამზადეს დედაენის დღის აღმნიშვნელი ემბლემები და გულსაბნევად მოირგეს.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს
 
მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება