სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
15-04-2021
-
+


კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ოქტომბერში ერეკლე II -ის დაბადებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოაცხადა კონკურსი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის - „მიულოცე მეფეს".

კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, იუბილე მიელოცათ წერილით, რომელიც დაეყრდნობოდა ერეკლე მეფის ერთ-ერთ ხელნაწერს და მისალოც ბარათში გამოეკვეთათ მეფე ერეკლეს პორტრეტის უნიკალური, მხოლოდ კონკრეტული მოსწავლის მიერ დანახული შტრიხი (სამშობლოსადმი, ყმებისადმი, ეკლესიისადმი, შვილისადმი და ა.შ. დამოკიდებულება).

მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადაეცათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, მეფე ერეკლეს მიერ მომზადებული საბუთებისა და წერილების ფოტოასლები და ჩარჩო-მოხატულობა. სწორედ ამ ჩარჩო-მოხატულობაში ჩაწერეს მოსწავლეებმა საკუთარი მილოცვის ტექსტი.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის, კალის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებმა, თუმცა პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, ჯერჯერობით, გამარჯვებულთა მხოლოდ ნაწილმა მიიღო პრიზები.

ამჯერად, კონკურსში მონაწილე მეორე მოსწავლეს - VI კლასელ გიორგი მარგველანსაც მოუვიდა საქართველოს ფოსტით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი სიგელი, ისტორიული რუკების ნაკრები და სიმბოლური საჩუქრები, რაც მტკიცებულებაა - მისმა ნაშრომმა მოიპოვა წარმატება.

კონკურსში  603 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამოვლინდა 125 პრიზიორი. მათ შორის არიან მართა ხარძიანი  და გიორგი მარგველანი - მესტიის მუნიციპალიტეტის, კალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები.

ცენტრის განცხადებით, 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება:

საუკეთესო 125 ნაწერის წიგნად გამოცემა და ამ კრებულის წარდგინება;
გამარჯვებული მოსწავლეების ერთად თავმოყრა (ონლაინ ან რეალურ გამოფენაზე), სადაც განათლების სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური პირები საზეიმოდ დაასახელებენ გამარჯვებულ მოსწავლეებს, ასევე მათ საშუალება მიეცემათ, დაათვალიერონ მეფე ერეკლე მეორის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა (რეალურად ან ონლაინ).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მესტიის მუნიციპალიტეტის, კალის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებს ხელმძღვანელობა გაუწია ამავე სკოლის ამავე კლასების „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა გიორგი ტერუნაშვილმა.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება