სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსი დედა-შვილს - მოსწავლესა და მასწავლებელს დაუდასტურდა: კიდევ 9 საჯარო სკოლა დაიხურა რუსთავში, გორსა და ხაშურში
15-04-2021
-
+


კორონავირუსის ფაქტები საჯარო სკოლებში თანდათან იმატებს. სრულად დისტანციურ სწავლებაზე 9 საჯარო სკოლა გადავიდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო რუსთავის სამი, გორის ერთი და ხაშურის ექვსი სკოლა დაიხურა.

დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა რუსთავის მე-4, 24-ე და 28-ე საჯარო სკოლები. არსებული ინფორმაციით, მე-4 საჯარო სკოლაში კორონავირუსი სამ, 28-ე საჯარო სკოლაში კი ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. მოსწავლე და მასწავლებელია ინფიცირებული 24-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

რაც შეეხება ხაშურს, დისტანციური სწავლების რეჟიმში იმყოფებიან ხაშურის N6, N2, N3, სურამის N4 და სატივის საჯარო სკოლა. ხაშურის N4 და N5 სკოლებში კი ცალკეული კლასებია ონლაინ სწავლებაზე გადასული. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის ინფორმაციით, 3 სკოლა უშუალოდ ქალაქშია დახურული, დანარჩენი 2 - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამასთან ქალაქის 2 სკოლაში ცალკეული კლასებია ონლაინ სწავლებაზე გადასული.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გორის მე-3 საჯარო სკოლა გადავიდა. კორონავირუსი დედა-შვილს, მოსწავლესა და მასწავლებელს დაუდასტურდა, ამიტომაც მათი კონტაქტები საკმაოდ ვრცელია.

გორის N8 და ბერშუეთის სკოლაში, დისტანციურ რეჟიმზე, მხოლოდ ცალკეული კლასებია გადასული. გორის N8  სკოლაში, დისტანციურ რეჟიმზე, დაწყებითი კლასების გარდა, ყველა კლასი გადავიდა, საბაზოც და საშუალოც.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 32 801 ტესტი ჩატარდა.

იხილეთ ასევე: ყველა საჯარო და კერძო სკოლა დაიხურა - „ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვთ და დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე ფოთში გადავლენ“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება