სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვერძს იღბლიანი კვირა აქვს, კირჩხიბს განგება გამოცდას უწყობს - ვინ მოიზიდავს ფინანსებს და ვინ მიიღებს საინტერესო შეთავაზებას?
14-04-2021
-
+


სასიკეთო ცვლილებებისთვის კარგი კვირაა. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ.

ხუთშაბათს ვენერა გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში. საუკეთესო დროა სიყვარულისთვის. შაბათს არაფერი გადააფორმოთ პარტნიორზე.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის: 

ვერძი: ახლა თქვენი დროა, მზე თქვენს ნიშანს გადის. შეხვედრები, მოლაპარაკებები გამოგდით, ენერგიულები და მიმზიდველები ხართ. იღბალი თქვენს მხარესაა. რომანტიული ურთიერთობებისთვისაც საუკეთესო პერიოდი. 

კურო: ნელ-ნელა აქტიურდებით. განწყობა გიუმჯობესდებათ, ურთიერთგაგებაც გიმარტივდებათ. იდეების რეალიზება შეძლებთ, სასიკეთო ცვლილებების დროა. სარისკო მოქმედებებს მაინც ერიდეთ, ჯერჯერობით, მაგრამ აღმავლობას ამ დღეებიდან ნამდვილად იგრძნობთ.

ტყუპები: ყველაფერია თქვენგან მოსალოდნელი, დაწყებული დახვეწილი იუმორიდან, მოულოდნელი საქორწინო ურთიერთობებით დამთავრებული. კარგი პერიოდია თქვენთვის, ამიტომ აქტიური იყავით და გამოიყენეთ ეს დღეები.

კირჩხიბი: საქმიანი კუთხით ძალიან კარგი დროა, შეიძლება საინტერესო წინადადება ან თანამდებობა შემოგთავაზონ. თუმცა ერთ გამოცდას გიწყობთ განგება, შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეთ. მთავარია შეძლოთ პირად ურთიერთობებს და საქმეებს მიხედოთ, ორივე „ფრონტზე“ წარმატებით იასპარეზოთ.

ლომი: აქტიური, შარმიანი, მიმზიდველი და სიყვარულით აღსავსე ხართ. საუკეთესო დროა ხელშეკრულებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სწავლისა და ინფორმაციის მისაღებად.

ქალწული: უკეთ იგრძნობთ თავს და გაერკვევით ძველ შეცდომებში. თუ რამე გძაბავთ, იშორებთ და თავისუფლდებით. ახლებურად იწყებთ ცხოვრებას, რაც 20 აპრილიდან წარმატებას გიქადით.

სასწორი: პარტნიორული ურთიერთობები გამოგივათ. გუნდური მუშაობაა თქვენთვის ამ კვირაში წარმატებული. ინდივიდუალურ საქმეებს მოეშვით.

მორიელი: ძალებს იკრებთ. ინტუიცია გიმძაფრდებათ, დახმარებას იღებთ ახლობლებისა და პარტნიორებისგან, რაც წინსვლის წინაპირობა იქნება. შესაძლებლობები მაღალ დონეზე გაქვთ.

მშვილდოსანი: შარმიანი, აქტიური, მიმზიდველი და ენერგიული ხართ. ყველა სახის კონკურსებსა თუ ლატარიებში წარმატების და გამარჯვებების შანსი გაქვთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია.

თხის რქა: ნელ-ნელა გემატებათ ენერგოტონუსი. აქტიური ხდებით. შეიძლება მიიღოთ საინტერესო წინადადებები, ახალი პროექტები. შანსი გაქვთ წარმატების.

მერწყული: თქვენი დროა, ყველაფერი გამოგდით, იღბლიანი ხართ. ახალი იდეები, პროექტები, გაგება ახლობლებთან და კოლეგებთან მაღალ დონეზეა.

თევზები: მძიმე კვირის შემდეგ, ახლა უკეთესი დღეები გელით. შარმიანი, აქტიური და ენერგიული იქნებით. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის საუკეთესო პერიოდი გაქვთ. თქვენი პოპულარობის ტენდენცია იზრდება, გამოდით ასპარეზზე. თქვენ ჰუმანურ იდეები განსაკუთრებით მოიწონებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება