სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს
08-04-2021
-
+


ქუთაისი წელს ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს და ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს, ყირგიზეთის ყოფილ ელჩს აშშ-ში, პროფესორ კადირ ტოკტოგულოვს შეხვდა.
ალიანსი დაფუძნებულია აშშ-ში, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნეს ლიდერთა საზოგადოების (SIBF)“ მიერ და აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმატებულ ლიდერებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

CELA ყოველწლიურად მართავს ათდღიან ლიდერთა აკადემიას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. საქართველო პირველად უმასპინძლებს CELA ლიდერთა აკადემიას.

„წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია CELA 15 აკადემიის ჩატარება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა ქუთაისის მერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების წამყვანი ბიზნესების წარმომადგენლები. ლიდერთა აკადემია  იდეალური პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია კერძო ბიზნესის, განათლებისა და საჯარო სექტორის ერთმანეთთან კომუნიკაცია და ახალ პროექტებზე საუბარი.“ - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის ისტორიაში, წელს პირველად, ლიდერთა აკადემია ჩატარდება ქუთაისში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩვენ მოხარულები ვართ რომ, ეს განხორციელდება აქ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების, ისე  სომხეთის, აზერბაიჯანის და თავისთავად საქართველოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, 10 დღის შემდეგ 3 დღის განმავლობაში, სტუმრად იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან დელეგატები. ჯამში, დაახლოებით 200 ადამიანი ესტუმრება ქალაქს. CELA 15 აკადემიის ქუთაისში ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და ბიზნეს პარტნიორებს შორის მომავალ თანამშრომლობას.“ - განაცხადა ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის თავმჯდომარემ კადირ ტოკტოგულოვმა.

„წელს ქუთაისი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, მათ შორის ევრაზიის ლიდერთა ალიანსს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ქუთაისისა და ალიანსის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ქუთაისის მიერ CELA აკადემიის 2021 წლის ღონისძიების მასპინძლობის მნიშვნელობა რეგიონის განვითარებისთვის.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

CELA აკადემია გულისხმობს ცენტრალური ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან 80-მდე დელეგატის სტუმრობას რეგიონში. ქუთაისს ესტუმრებიან წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ყატარიდან, ინდონეზიიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) აკადემიას ქუთაისი აგვისტოს თვეში უმასპინძლებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება