| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ელმან ჯაფარლი, მარნეულის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალში დისტანციური სწავლების პროცესში ვმუშაობთ, ახლა ჯერჯერობით ისევ მატერიალურ ჟურნალს ვიყენებთ. თავიდან, როგორც ყველა სიახლისას, გაგვიძნელდა მასში მუშაობა, თუმცაღა პედაგოგები შემდგომ მიეჩვივნენ.
ნურადდინ აბბასოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალში ვმუშაობთ და მოგვწონს, ახალგაზრდა პედაგოგებმა უფრო მარტივად და კარგად აითვისეს. ჩვენც ვეჩვევით ამ სიახლეს.
აფთანდილ ეფენდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალში მუშაობაზე ნაწილობრივ გადავედით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, უკვე მომავალი წლიდან მთლიანად გადავალთ მის გამოყენებაზე.
სურენ მზიკიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის დირექტორი:
- თავიდან გვიჭირდა, თუმცა ახლა ძალიან მოგვწონს, ყველამ ვისწავლეთ მუშაობა, უფრო მოსახერხებელია, ყველაფერი შეგვაქვს, სამინისტროდან კონტროლდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო კომფორტულია ვიდრე მატერიალური ჟურნალის გამოყენება.
რამიზ მამედალიზადე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა მარტივად ვისწავლეთ, გავიარეთ ტრენინგები და ავითვისეთ კარგად, მომავალი წლიდან მთლიანად გადავალთ მის გამოყენებაზე, კომფორტულია, ყველაფერს იქ ვაწარმოებთ, შეგვაქვს ბავშვების დასწრება, ქულები და ასე შემდეგ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება