ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
02-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტი წარმატებით შეასრულეს ლიზი ბრეგვაძემ და მარიამ ხვედელიძემ და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.