სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედალაურის საჯარო სკოლის​ მოსწავლე მარიამ წივწივაძე საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებულთა შორის დასახელდა
02-04-2021
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის XI​ კლასის მოსწავლე მარიამ წივწივაძე ნაშრომით -  „ბროწეულები“, კონკურსის - „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ გამარჯვებულთა შორის დასახელდა.

სკოლის დირექტორის, გულიკო ფირცხალავას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონკურსში მარიამ წივწივაძის გარდა, XI კლასის წარჩინებული მოსწავლეები - ანი ბობოხიძე, თამთა შაინიძე და ლიზა ბობოხიძე მონაწილეობდნენ.

„მათ მეფე ერეკლეს ხელნაწერი დოკუმენტების საფუძველზე, მეფის სურათი გააცოცხლეს. რაც შეეხება მარიამ წივწივაძის ნაშრომს, მასში კარგად ჩანს მეფე-მამის უსაზღვრო სიყვარული შვილის - თეკლას მიმართ, რომელსაც „თეკლაბიჭს“ ეძახდა მოფერებით.

ვულოცავთ მარიამს და მისი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვან მასწავლებელს, მარინე გრიგალავას ამ წარმატებას. კვლავაც ბევრჯერ ესახელებინოს მარიამს მშობლიური სკოლა და მუნიციპალიტეტი თავისი მიღწევებით.

კონკურსი „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაიმართა და მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

ქვეყნის მასშტაბით, პროექტში 603 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 125-მა კონკურსის პრიზიორის ტიტული მოიპოვა“, - ნათქვამია გულიკო ფირცხალავას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება