ალექსეევკის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
01-04-2021
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშვნავად ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს საკუთარი ნამუშევრები: მისალოცი ბარათები, ყვავილები. ამასთან, წაიკითხეს თემატური ლექსები. მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.