სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მშობლებს შვილები სახლში მიჰყავთ, ამის მიუხედავად, სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა,“ - თბილისის N106 სკოლის დირექტორი
22-11-2017
-
+


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, თბილისის N106 საჯარო სკოლიდან, რომელიც სპეცოპერაციის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრშია, მშობლებს შვილები გაჰყავთ. ამის მიუხედავად, სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, არ შეწყვეტილა. როგორც  Etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორმა თენგიზ გულორდავამ აღნიშნა, ბევრმა მშობელმა წაიყვანა შვილი.

„ჩვენი სკოლა სპეცოპერაციის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრშია. სროლის ხმა რომ ისმის, პანიკაში არიან მშობლები და შვილები გაჰყავთ. სურთ, რომ ბავშვები გვერდით ჰყავდეთ. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, არ შეწყვეტილა, გაკვეთილზე არდასწრების გამო მოსწავლეებს „არას“ ვუწერთ. დილიდან ორი გაკვეთილი ჩვეულებრივ ჩატარდა. მერე რომ ატყდა სროლები, პანიკაში მყოფი მშობლები მოვიდნენ შვილების წასაყვანად, იძულებული ვიყავი ბავშვები გამეყოლებინა. ბევრმა მშობელმა წაიყვანა შვილები. მეორე ცვლა უნდა დაიწყოს ახლა, ძალიან ცოტა მოსწავლეა.“

შეგახსენებთ, სპეცოპერაციის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია თბილისის N97 საჯარო სკოლაში.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ისევ მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება