სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსწავლეები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ“ - თბილისის N97 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეურმიშვილი
22-11-2017
-
+


სპეცოპერაციის გამო თბილისის N97 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, Etaloni.ge N97 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეურმიშვილს დაუკავშირდა. 

ქეთევან მეურმიშვილის თქმით, მოსწავლეების გაფრთხილება, რომ სკოლაში არ მოსულიყვნენ 07:30 წუთიდან დაიწყო:

„სკოლა 09:00 საათზე იწყება. ჩვენ მოსწავლეებისა და მათი მშობლების გაფრთხილება, რომ სკოლაში არ მოსულიყვნენ 07:30 წუთიდან დავიწყეთ. რამდენიმე ბავშვი აღნოჩნდა, რომელიც მოვიდა სკოლაში, ჩვენ დავუკავშირდით მათ მშობლებს და მოსწავლეები უკან გავაბრუნეთ.“ 

- გაფრთხილების მიუხედავად, მაინც რატომ მივიდნენ ისინი სკოლაში?

- ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. სატელეფონო კავშირი არ შედგა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსწავლეები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. არც ერთი ბავშვი საფრთხის ქვეშ არ დამდგარა. 

- ამჟამად თუ იმყოფება სკოლაში ვინმე?

- არა, ამჟამად სკოლა სრულად დაცლილია. 

- როდის ანაზღაურდება გაცდენილი საათები?

- სწავლას პარასკევს განვაახლებთ. გაცდენილი საათები კი შაბათს ანაზღაურდება.

სპეცოპერაციის გამო თბილისის N97 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება