სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლები იხურება და კომენდანტის საათი 19:00 საათიდან მოქმედებს - საყოველთაო კარანტინი საფრანგეთში მესამედ გამოცხადდა
01-04-2021
-
+


საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მომავალი კვირიდან, სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში, სკოლები დაიხურება და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა.

ამასთან, დაიხურება ყველა არააუცილებელი მაღაზია, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ.

„ლოქდაუნის“ დროს ძალაში დარჩება „კომენდანტის საათი“, რომელიც ყოველდღე, 19:00 საათიდან მოქმედებს და მოქალაქეებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ.

მაკრონმა ქვეყანაში არსებულ ვითარებას „დელიკატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილის თვე გადამწყვეტია. „ჩვენ კონტროლს დავკარგავთ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და მოქალაქეებს სოციალური კონტაქტების შეზღუდვისკენ მოუწოდა.

საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 038 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4.6 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყენაში ვირუსს დღემდე 95 495 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება