სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები რეგიონებში, სადაც წერტილოვანი შეზღუდვები იქნება - განათლების სამინისტროს განმარტება
31-03-2021
-
+


აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები შეეხება იმ სოფლებს, სადაც შემთხვევების მატებაა.

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც“ გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება", - განაცხადა გამყრელიძემ.


etaloni.ge დაინტერესდა, იმოქმედებს თუ არა შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დაიხურება თუ არა სკოლები? - აღნიშნული კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. 

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, სკოლების დახურვასთან დაკავშირებით რეკომენდაცია სამინისტროს არ მიუღია. შესაბამისად, სკოლები ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს და უწყება არსებული რეკომენდაციით იმოქმედებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება