სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი კონკურსს აცხადებს - 2021 წლის საუკეთესო მასწავლებელს 6 საგანში გამოავლენენ 
29-03-2021
-
+


2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად 6 საგნის პედაგოგისთვის კონკურსი ცხადდება და რეგისტრაცია 30 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

მასწავლებლის სახლის ცნობით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ყოველწლიურ კონკურსებს ატარებს. 

2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები, შემდეგ ნომინაციებში:

• 2021 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი;

• 2021 წლის ფიზიკის საუკეთესი მასწავლებელი;

• 2021 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი.

• 2021 წლის ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი;

• 2021 წლის ბუნებისმეტყველების საუკეთესო მასწავლებელი;

• 2021 წლის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ.ბმული).

ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;

გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;

დ) საგანმანათლებლო რესურცენტრებს;

ე) პროფესიულ გაერთიანებას.

ბ-ექვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნისა და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება), და ზეპირად (მაქსიმუმ 3-წუთიანი ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ ჩემი პედაგოგიური კრედოს საშუალებით, რომელიც შეფასდება, N5 დანართით განსაზღვრული „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ შეფასების რუბრიკით, ასევე, მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე / გაკვეთილებზე დასწრებით; (გაკვეთილი ფასდება მასწავლებელის შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 2019 წლის 12 ივნისის N124 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის ან/და ცენტრის დირექტორის ბრძანება N745829 „ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკის“ მიხედვით.)

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესების ამსახველი მასალით (მაგ., მოსწავლეების მხრიდან აკადემიური მოსწრების, დასწრების/ქცევის გაუმჯობესება);

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის როლით და მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ (მაგ., მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისთვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება).

ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (მაგ., ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით); სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით;

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3წთ. ხანგრძლივობის) ისაუბრეთ:

1. თქვენთვის, როგორც პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ;

2. აღნიშნეთ (მოიყვანეთ მაგალითები), როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში

გთხოვთ, ვიდეოჩანაწერი გადაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf0Lkix48uNzDENwyBEafgMNw_M2GLIPMtexihaTe4TXTg9pw/closedform


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება