სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ასეთი კარგი კვირა ძალიან იშვიათია - 4 ზოდიაქოს ნიშანს ფინანსების მოზიდვის შანსი, 3-ს კი წარმატებული ერთი თვე აქვს
23-03-2021
-
+


ასეთი კვირა მთელს წელში იშვიათია, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგია, არავინ უნდა დაკარგოს ეს დრო. ერთადერთი დღეა საყურადღებო - ეს არის კვირა დღე, როცა ახალმთვარეობაა.

რაც შეეხება, ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ნიშნისთვის, ასეთია:

ვერძი: ახლა თქვენი დროა, ენერგოტონუსი ყოველდღიურად გემატებათ. აქტიურობა, ენერგიულობა, უშიშარი ხასიათი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივა - ყველაფერი გაქვთ ამ კვირაში. მთელი თვის განმავლობაში შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ.

კურო: ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, შემდეგი ნაკლებად აქტიური იქნება. კონტაქტები, ხელშეკრულების დადება, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს პერსპეტივებია აქტუალური თქვენთვის. შეგიძლიათ ადვილად დაარწმუნოთ ადამიანები.

ტყუპები: ყველაზე მოლაპარაკე, საოცრად კომუნიკაბელური, აქტიური, ინიციატივიანი და იღბლიანი ხართ. პირადი ურთიერთობების, საქორწინო კონტაქტებისთვის კარგი დროა. კოლექტიური საქმიანობით შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ და აიმაღლოთ ავტორიტეტი.

კირჩხიბი: საზოგადოებისთვის ღია ხართ, თქვენი დახვეწილი იუმორი მოხიბლავს გარშემომყოფებს. ყველა სახის პარტნიორული კონტაქტების დამყარებას შეძლებთ, შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადება ახალ სამსახურთან დაკავშირებით. იდეების და პროექტების რეალიზებას შეძლებთ, ყველა საშუალება გაქვთ წარმატებას მიაღწიოთ.

ლომი: ერთ-ერთი საუკეთესო დროა თქვენთვის, ერთთვიანი წარმატებული პერიოდი გეწყებათ. პირადი ურთიერთობები, საინტერესო იდეების რეალიზება, საზოგადოებრივ საქმიანობაშ8 ან პოლიტიკაში ჩართვაც კი შეიძლება შეძლოთ. თქვენ გაძლევთ ეს კვირა ლიდერული თვისებების წარმოჩენის შესაძლებლობას.

ქალწული: ცვლილებების დროა. შეიძლება შეიცვალოთ გარშემომყოფები. ახალი ფურცლიდან დაწყების დროა. მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა თუ კარგია, მაშინ ყველა მხრივ წარმატებას შეგიძლიათ მიაღწიოთ. ელეგანტურობა, დახვეწილობა, დიპლომატიურობა ხელს შეგიწყობთ სწორ მოქმედებაში.

მორიელი: ინტუიცია მზარდი და ენერგეტიკა მაღალი გაქვთ. აქტიური, ინიციატივიანი, მიმზიდველი ხართ. ფინანსური, პირადი ურთიერთობებისთვის და ზოგადად, ყველა კუთხით კარგი დროა. 

მშვილდოსანი: ერთთვიანი კარგი პერიოდი გეწყებათ. თქვენ შეძლებთ არამხოლოდ თქვენი, ახლობლების საქმეებიც მოაგვაროთ. ნაჩქარევი წინადადების მიმართ იყავით ყურადღებით. სხვა კუთხით წარმატებული და პოპულარული იქნებით - პირადი, ფინანსური თუ იდეების რეალიზებისთვის საუკეთესო დროა.

თხის რქა: გამოიყენეთ ეს კვირა, შემდეგი რთული იქნება თქვენთვის. ამ კვირაში დაასრულეთ ან დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეიძლება საინტერესო ინ ფორმაც მიიღოთ, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივაც გემატებათ.

მერწყული: ძალიან აქტიური იქნებით, თქვენი იდეები მოწონებას დაიმსახურებენ. შეიძლება მიაგნოთ ფინანსურ წყაროებს, ახალ მეგობრულ კონტაქტებს დაამყარებთ და სასიყვარულო ურთიერთობებს გააუმჯობესებთ.

თევზები: თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია. ეს კვირა გამოიყენოთ. ქორწინებისთვის, პირადი ურთიერთობებისთვის, იდეების რეალიზებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გაძლევთ ეს კვირა შანსებს, შემდეგ კვირას უფრო ნაკლები შესაძლებლობები გექნებათ. რადგან ახლა გაქვთ წარმატების შანსი, იაქტიურეთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება