სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ინოვაციური იდეების ლაბორატორია“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
18-03-2021
-
+


2021 წლის 17 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ბულგარეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი „ინოვაციური იდეების ლაბორატორია“ გახსნა.

2020 წელს ბულგარეთის განვითარების დახმარების პროგრამამ დააფინანსა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს კონკურსში გამარჯვებული პროექტი „ინოვაციური იდეების ლაბორატორია“, რომელიც წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურმა (უფროსი – პროფესორი ინდირა ძაგანია).

ლაბორატორიის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სივრცე, სადაც მათთვის ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე და  ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართულ-ბულგარული ურთიერთობების გაღრმავებას, ბულგარეთის ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში და ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირების გაძლიერებას.

ბულგარეთის ელჩსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, ბულგარეთის საელჩოსა და საქართველოში ბულგარეთის დიასპორის წარმომადგენლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება