| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებს, რომლებიც კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, შარშან, 30 აპრილამდე დარეგისტრირდნენ, ცვლილებების შეტანა, მათ შორის, ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.
აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს და განმარტეს, რომ ცვლილებების შეტანა გამოცდაზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ აპლიკანტს შეუძლია.
„იმ პერიოდში, როცა სარეგისტრაციო ბაზა ღიაა, ანუ 31 მარტის 18:00 საათამდე, ნებისმიერ დარეგისტრირებულს აქვს უფლება შეცვალოს მონაცემები, მათ შორის თუ 30 აპრილამდე დარეგისტრირებულ მასწავლებელს რომელიმე მონაცემი შეცდომით აქვს მითითებული, რასაკვირველია, ეძლევა ცვლილების შეტანის უფლება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე;
პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია;
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს შეუძლია ასევე, სურვილის შემთხვევაში, ჩააბაროს საგნის გამოცდაც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად