სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება - ვინ უხელმძღვანელებს განათლებისა და კულტურის კომიტეტებს?
16-03-2021
-
+


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება - აღნიშნულ ინფორმაციას უმრავლესობის წევრები ადასტურებენ. 

„ამ საკითხზე გუნდში იყო მსჯელობა. ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანი იქნება საუკეთესო კანდიდატურა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სამინისტროების მენეჯმენტი მაღალ დონეზე უნდა იყოს და წულუკიანის მინისტრობის შემთხვევაში, სპორტს და კულტურას დიდი ყურადღება მიექცევა“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფასთან ერთად პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიც გაიყო.

რეგლამენტში მომზადებული შესაბამისი ცვლილებები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

არსებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა განიხილება, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი ელისო ბოლქვაძე.

იხილეთ ასევე: განათლების სამინისტროს კულტურა და სპორტი გამოეყო - ცვლილებების პროექტი 79 ხმით მიიღეს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება