TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მიზნების განხორციელებაში KIU მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და უდიდეს გამოცდილებას მომცემს“ - სტუდენტი ვიკა ბოდოკია
16-03-2021
-
+


ვიკა ბოდოკია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს და დატვირთული სასწავლო რეჟიმის პარალელურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებშიც. იგი KIU- ერთ-ერთი ელჩია და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებშიც

ვიკამ ქუთაისის N31-ე საჯარო სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა. პირველივე კლასიდან მონაწილეობდა მათემატიკისა და ინგლისურის სასკოლო ოლიმპიადებში, მათ შორისაა: „Everest“, „Kings“, „Smart“. სკოლის პერიოდში გატაცებული იყო საბუნებისმეტყველო საგნებით, კერძოდ ქიმიით. ჯერ კიდევ  13 წლის ასაკში ეროვნულ სასახლეში დაიცვა ნაშრომი თემაზე - „ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო შუხუთის წყაროს წყლებში Mg2+, Ca2+, HCO3- და CL- იონების განსაზღვრა“, სადაც დიპლომი მოიპოვა. ასევე, ჩართული იყო „eTwinning“_ის პროექტში - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“. სკოლის პარალელურად „eti“-ს სასწავლო ცენტრში გადიოდა ენის შემსწავლელ კურსს. გარდა სასწავლო ოლიმპიადებისა, მონაწილეობას იღებდა „ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის“ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში. 

გოგონას საბუნებისმეტყველო საგნებისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო სამედიცინოზე სურდა ჩაბარება, თუმცა 2019 წელს „ბიზნეს ანბანის პროექტში“ ჩაერთო, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. სამედიცინოსა და მენეჯმენტს შორის საბოლოო არჩევანის გაკეთებაში გარდამტეხი როლი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის დაანონსებამ ითამაშა. ვიკას ყურადღება იმთავითვე მიიქცია საუნივერსიტეტო ქალაქმა, გერმანულმა საგანმანათლებლო მოდელმა, აკადემიურმა და სოციალურმა გრანტებმა, გაცვლითი პროგრამების არსებობამ.   

„დღეს მე ვსწავლობ KIU-ს მენეჯმენტის პროგრამაზე. ყოველდღე ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება. სწავლა რთულია, თუმცა პროფესიონალი აკადემიური პერსონალი გვეხმარება დასახული ამოცანების ამოხსნაში. სკოლაში მიღწეული წარმატების წყალობით ვარ KIU-ს სტიპენდიანტი, მოპოვებული მაქვს ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების დაფინანსება. სწავლის პარალელურად ვარ KIU-ს ერთ-ერთი ელჩი და სტუდენტებთან ერთად ვცდილობ კიდევ მეტი სიახლე შევმატო უნივერსიტეტს. ასევე, ახლახანს ჩავერთე ღია კარის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებში.  

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მიზნების განხორციელებაში KIU მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და უდიდეს გამოცდილებას მომცემს. ეს კი დამეხმარება ევროპულ სტანდარტებთან მარტივად ადაპტირებაში“, - განაცხადა ვიკა ბოდოკიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. 

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ი ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.  KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება