სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელს საუკეთესო კვირა აქვს მთელ წელში; ტყუპები მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ - ზოდიაქოს 4 ნიშანს 20 მარტიდან გაუმართლებს
16-03-2021
-
+


ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა. ხვალ მერკური თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. 20 მარტს არის დღე-ღამ ტოლობა, საკრალური დღეა. ჩაიფიქრეთ სურვილი, რაც გსურთ, რომ აგისრულდეთ.

ამასთან, დედამიწა შედის პოზიტიურ ენერგო ველში, რაც გააუმჯობესებს მდგომარეობას. 

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტად დაისვენეთ. შეიძლება ადვილად დაიღალოთ და გაღიზიანდეთ. პროექტები დასახეთ და რეალიზებისთვის მოამზადეთ. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი, 20 მარტიდან თქვენთვის მოდის ახალი, ნათელი, ძალიან აქტიური პერიოდი.

კურო: აქტიური,  ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. კარგი პერიოდის შეხვედრებისა და საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. შემოქმედებითი და პროფესიული კუთხით კარგი შესაძლებლობები გაქვთ, ამიტომ მატერიალური დივიდენდების მოპოვებაც შეგიძლიათ.  რომანტიული ურთიერთობებისთვისაც ხელსაყრელი დროა.

ტყუპები: თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ნუ გადაიტვირთებით. საქმისთვის კარგი კვირაა, შეგიძლიათ მნიშვნელოვან საქმეს მოკიდოთ ხელი და ბოლომდე მიიყვანოთ. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მრავალფეროვან კონტაქტებს. საქმეში უნდა იყოთ ჩართული, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ.  

კირჩხიბი: თქვენი დროა, შარმიანი, ეფექტური და მიმზიდველი ხართ. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ხელს უწყობს ძველი დივიდენდების მიღებას. საქმიან და რომანტიკულ ურთიერთობებში, წარმატების შანსი ყველა დონეზე გაქვთ.

ლომი: ნაკლები ინტენსივობით იმოქმედეთ, ენერგოტონუსი  დაბალი გაქვთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა გინდათ, მაგრამ ამისთვის შესაფერისი დრო 20 მარტიდან იქნება. ძველი საქმეები და პრობლემები მოაგვარეთ. დასახეთ გეგმები და შემდეგში განახორციელებთ. სრული ჰარმონია გექნებათ პირად ურთიერთობებში.

ქალწული: კარგი პერიოდი გაქვთ. თუ გაუცხოება, კონფლიქტი ან საკამათო საკითხი იყო, ახლა მოგვარდება. ახალი ფურცლიდან შეგიძლიათ ცხოვრება და ურთიერთობა. სიახლეების შემოტანისთვის კარგი დროა.

სასწორი: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ზედმეტ სარისკო მოქმედებებს და გრანდიოზულ საქმეებს მოერიდეთ. თუ რამე გაქვთ მოსაგვარებელი, ამ კვირაში მოაგვარეთ. 20 მარტიდან აღმავალი პერიოდი გეწყებათ.

მორიელი: ფავორიტი ხართ. ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ ყველა მხრივ. ქორწინების ან ახალი თანამდებობის მისაღებად. ეს პერიოდი არ დაკარგოთ, ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი წლის განმავლობაში.

მშვილდოსანი: კარგი პერიოდი გაქვთ, იწყება თქვენი აღმავლობის ზონა. საინტერესო წინადადება შეიძლება მიიღოთ, ახალი პერსპექტივები გიჩნდებათ, ცვლილებების დრო მოდის და ამას იგრძნობთ თავადაც.

თხის რქა: კარგად გამიჯნეთ, რა არის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი. შეიძლება საეჭვო პროექტების ან წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. თუ ძირითად საქმეებს მიაქცევთ ყურადღებას, წარმატებული იქნებით. როგორც ლიდერი იქნებით ძალიან კარგი, პარტნიორულ ურთიერთობებშიც საუკეთესო შესაძლებლობები გაქვთ. წარმატების შანსი მაღალია.

მერწყული: რთული პერიოდის შემდეგ, თქვენთვის ნელ-ნელა კარგი დრო დაიწყება. შეიძლება მიიღოთ  საინტერესო წინადადებები. იდეების რეალიზების შესაძლებლობები გაქვთ, რაც 20 მარტიდან გაორმაგდება. თქვენთვის პოზიტიური ერთთვიანი პერიოდი იწყება.

თევზები: ყველაზე აქტიური, შარმიანი, წარმატებული ხართ. ფორტუნა გიღიმით. პირადი და საქმიანი კუთხით რა გეგმებიც გაქვთ, ყველაფერი გამოგივათ. ეს კვირა გაძლევთ თქვენი იდეების საუკეთესოდ რეალიზების შესაძლებლობას.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება