სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორია KIU-ს სტუდენტთა სწავლის შედეგები და რა სიახლეებს აქვს უნივერსიტეტს გაზაფხულის სემესტრში ? - ინტერვიუ რამაზ ბოჭორიშვილთან
12-03-2021
-
+


გაზაფხულის სემესტრში ქუთაისის საერთაშორისო უნივერიუსტეტის სტუდენტებს არაერთი საინტერესო ღონისძიება ელით - ამის შესახებ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, სწავლის შედეგები და აკადემიური მოსწრება გამოიყურება ისე, როგორც კარგ გერმანულ უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ შიდა გამოკითხვის მიხედვით სტუდენტების უმრავლესობა აკადემიურ პერსონალს შემდეგნაირად ახასიათებს - მეგობრული, დახმარებისთვის მზად მყოფი, პატივცემული. ეს ყოველივე შეგვიძლია მივიჩნიოთ გასული სემესტრის წარმატებულად განხორციელების კიდევ ერთ ინდიკატორად.

- როგორი შედეგები აჩვენეს სტუდენტებმა პირველი სემესტრის ბოლოს, გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?

- პირველი სემესტრი წარმატებული იყო მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, სასიამოვნოა იმის ნახვა და გაცნობიერება, რომ სწავლის შედეგები და აკადემიური მოსწრება გამოიყურება ისე, როგორც კარგ გერმანულ უნივერსიტეტებში.

ცხადია, ყოველ უნივერსიტეტს და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს წარმატების საკუთარი საზომი აქვს მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.  ჩვენ სტუდენტების აკადემიურ მოსწრებასთან ერთად ვითვალისწინებთ სასწავლო კურსის სირთულის, სასწავლო მასალის მოცულობისა და მიწოდების სიჩქარის კომპონენტებს.

სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით სასწავლო კურსების სირთულის მაჩვენებელი 78 და 94 პროცენტს შორის მერყეობს, გარდა ერთი სასწავლო კურსისა. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ყველა სასწავლო კურსი, გვყავს ისეთი სტუდენტიც ვისაც გაუჭირდა ყველა საგნის დაძლევა.

სტუდენტების სემესტრული კუმულაციური საშუალო შეწონილი ქულები (GPA)  კარგად არის განაწილებული როგორც მათემატიკის, ისე კომპიუტერული მეცნიერების პროგრამებისთვის. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმები კარგად იყო გააზრებული და განხორციელებული.

ფინალური გამოცდების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით სტუდენტების უმრავლესობა აკადემიურ პერსონალს შემდეგნაირად ახასიათებს - მეგობრული, დახმარებისთვის მზად მყოფი, პატივცემული. ეს ყოველივე შეგვიძლია მივიჩნიოთ გასული სემესტრის წარმატებულად განხორციელების კიდევ ერთ ინდიკატორად.

პროგრამების სირთულის მიუხედავად გასული სემესტრის შედეგების მიხედვით გამოჩნდა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა. გვყავს სტუდენტები, რომლებმაც გამოავლინეს ნიჭი, მონდომება და შეძლეს, რომ ზოგიერთ სასწავლო კურსში გარკვეული სახის ასისტირება გაუწიეს პროფესორებს.  გვყავს სტუდენტები, რომლებიც სიამოვნებით ერთვებიან კურიკულუმის გარე აქტივობაში და ამით ამრავალფეროვნებენ სტუდენტურ ცხოვრებას.

- როგორც ვიცით, მობილობა ჰქონდა გამოცხადებული კიუს-ს. რამდენმა სტუდენტმა გამოთქვა უნივერისტეტში სწავლის სურვილი და თუ არის უკვე ცნობილი გვითხარით, რამდენი სტუდენტი გადმოვიდა მობილობით, როგორც მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, ისე ზოგადად უნივერისტეტში?

- ჩვენ გვქონდა შიდა და გარე მობილობა. მობილობის კომისიის სტუდენტებთან გასაუბრებისას გავიგეთ მათი მოტივაცია და ვუპასუხეთ შეკითხვებს. გასაუბრების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა და საინტერესოდ წარიმართა. შედეგად გარე მობილობით სხვა უნივერსიტეტებიდან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლაზე თანხმობა მივეცით სამ სტუდენტს. შიდა მობილობით მენეჯმენტის პროგრამიდან კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე გადმოვიდა ერთი სტუდენტი და მენეჯმენტის პროგრამაზე გადავიდა თოთხმეტი სტუდენტი. მათემატიკის პროგრამაზე კომპიუტერული მეცნიერების პროგრამიდან გადავიდა ორი სტუდენტი. 

- რა სიახლეებს უნდა ელოდნენ მეორე სემესტრში სტუდენტები, რა ახალი საგნები შემოდის, ახალ ლექტორებს თუ გაეცნობიან სტუდენტები? უნდა ველოდოთ თუ არა გერმანელი პროფესორების ჩამოსვლას?

- დიახ, გერმანელი პროფესორების ჩამოსვლას უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, სემესტრის განმავლობაში ყველა მათგანი მოახერხებს ჩამოსვლას, გარკვეული პერიოდი მაინც. სტუდენტები უკვე იცნობენ პროფესორებს ჰელმუტ ზაიდლს, ვოლფგანგ პოლს, ფლორიან რუპს და მარკუს ნოიჰაუზერს. გაზაფხულის სემესტრში კიდევ ორი ახალი გერმანელი პროფესორი ევა კნირში და ბორის ვექსლერი შემოგვიერთდება. გერმანელ პროფესორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებენ ქართველი პროფესორები გიორგი ონიანი, ალექსანდრე მესხი, მალხაზ შაშიაშვილი, ია მოსაშვილი, ბესიკ დუნდუა, ანზორ ბერიძე, გიორგი ნადარეიშვილი. კვალიფიციური აკადემიური მხარდაჭერის პერსონალი ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გამართულად წარსამართად. ამ მიმართულებითაც კარგი სიტუაცია გვაქვს, ვინარჩუნებთ გასული სემესტრის სწავლების/პროფესორის ასისტენტებს და სტუდენტები დამატებით კიდევ ოთხ ახალ სახეს შეხვდებიან გაზაფხულის სემესტრში.

საინტერესო ახალ სასწავლო კურსებს მოისმენენ სტუდენტები გაზაფხულის სემესტრში. მათემატიკის პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან ანალიზს, წრფივ ალგებრას და დისკრეტულ სტრუქტურებს და დაპროგრამების საფუძვლებს. Python იქნება პირველი დაპროგრამების ენა, რომელსაც მათემატიკის სკოლის სტუდენტები შეისწავლიან მისი მოქნილობის, მდიდარი ბიბლიოთეკების არსებობის და გამოყენების ფართო არეალის (Machine Learning, Big Data, Cloud Computing ...) გამო. ეს კურსი სასარგებლო და საინტერესოა კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებისთვისაც და ბევრი დარეგისტრირდა ამ საგანზე.

მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები გააგრძელებენ ინგლისური ენის შესწავლას, რომელსაც ბრიტანული საბჭო წარმატებით ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან ფუნქციონალური დაპროგრამების ენას (შესავალი ინფორმატიკაში 2), კომპიუტერის ორგანიზაციას და არქიტექტურას (ლაბორატორია), ოპერაციული სისტემების საფუძვლებს და სისტემურ დაპროგრამებას, ანალიზს ინფორმატიკისთვის, დისკრეტულ სტრუქტურებს. ჩვენი სასწავლო კურსები შემოდგომის სემესტრის მსგავსად ორიგინალური და საინტერესო იქნება, სირთულე და მიწოდების სიჩქარეც არ მოიკლებს, პირიქით გასულ სემესტრთან შედარებით მოიმატებს კიდეც.

გაზაფხულის სემესტრი რამდენიმე საინტერესო ღონისძიებით იქნება დატვირთული. თებერვლის თვეში ჩავატარეთ მათემატიკის ზამთრის სკოლა, რომელზეც ქართული უნივერსიტეტებიდან 70 სტუდენტი დარეგისტრირდა. 14 მარტს სტუდენტებთან ერთად საქართველოში პირველად აღვნიშნავთ მათემატიკის საერთაშორისო დღეს, გვეყოლება საინტერესო და გამოცდილი სპიკერი გერმანიიდან, საფუძველს ჩავუყრით და ჩავატარებთ ორიგინალურ შეჯიბრს სკოლის მოსწავლეებისთვის (Pi Day Online Contest: KIU students

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა

2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება