სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლის ცილისწამების გამო მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს - რა მოხდა სინამდვილეში საფრანგეთში?
11-03-2021
-
+


საფრანგეთში მოსწავლემ აღიარა, რომ ცილი დასწამა მასწავლებელს, რომელსაც თავი მოჰკვეთეს. საქმე ეხება პარიზის სკოლის მასწავლებელ სამუელ პატის, რომელიც ოქტომბერში 18 წლის ჩეჩენმა აბდულა ანზოროვმა მოკლა. აღნიშნულის მიზეზი კი გოგონას განცხადება გახდა, რომელმაც მამას უთხრა, რომ მასწავლებელმა მას მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა აჩვენა.

როგორც, „ბიბისი“ წერს 13 წლის გოგონა მამას მოუყვა, მასწავლებელმა მუსლიმ მოსწავლეებს შესთავაზა, დაეტოვებინათ კლასი, შემდეგ კი მოსწავლეებს მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურები აჩვენა, რამაც მშობლების აღშფოთება გამოიწვია.თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, გოგონა ამ დროს გაკვეთილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით არასრულწლოვანმა აღიარა, რომ მოიტყუა, რადგან მამის განაწყენება არ სურდა. მან იცრუა და მშობელს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რომ თითქოს კლასიდან გააგდეს. ამით აღშფოთებულმა მამამ სოციალური კამპანია წამოიწყო, რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და მასწავლებელს ისლამოფობიაში დასდო ბრალი. ასევე იჩივლა პოლიციასა და სკოლის დირექციაში. მის მიერ ჩაწერილი ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ათ დღეში კი პედაგოგი მოკლეს. მას წარმოშობით ჩეჩენმა ახალგაზრდა მამაკაცმა ესროლა და შემდეგ თავი მოჰკვეთა, ასევე „ტვიტერში“ დაწერა, რომ პედაგოგი მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის გამო დასაჯა. მის მკვლელობაში დამნაშავე, 18 წლის აბდულახ ანზოროვი კი, დაკავების დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მასწავლებელმა გაკვეთილი სიტყვის თავისუფლებაზე ჰქონდა, რა დროსაც პეტიმ ისინი გააფრთხილა, რომ აპირებდა ეჩვენებინა მუჰამედის სურათები და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ამას შეიძლება მათი განაწყენება მოჰყოლოდა შეეძლო თვალები დაეხუჭა.

გოგონას ბრალი ცილისწამებაში წაუყენეს, თუმცა როგორც მისი ადვოკატი ამტკიცებს, მოსწავლემ მასწავლებელს ცილი დასწამა, რადგან მასზე კლასელები ზეწოლას ახორციელებდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება