სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებენ თუ არა პედაგოგები ვაუჩერებს გადასამზადებლად? - ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი აღარ ჩაატარებს
14-03-2021
-
+

1 მარტიდან, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დარბაზებში შესაძლებელი გახდა, არსებული პროტოკოლის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, etaloni.ge დაინტერესდა, მასწავლებლები სავალდებულო ტრენინგებს უშუალოდ უნდა დაესწრონ თუ ისინი კვლავ ონლაინ-სივრცეში ჩატარდება. ამ კითხვით მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს მივმართეთ, რომელმაც საკითხზე განმარტება გააკეთა და ისიც დააანონსა, რომ მალე პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი აღარ ჩაატარებს და ეს უფლება ცალკეულ პროვაიდერებსაც მიენიჭებათ.

„ამ ეტაპზე, ტრენინგები კვლავ ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება. სისტემის მიმართულებით ჩვენი ხედვა ასეთია - მასწავლებელი უნდა გადამზადდეს საგნობრივი მიმართულებით, მაგრამ კარგი იქნება, საგნობრივი ჯგუფის მიმართულებითაც მოხდეს გადამზადება. ეს შეეხება სტემის მიმართულების პედაგოგებს, რაც გულისხმობს პროექტულ სწავლებას. გვინდა, ამით მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის კულტურა ამაღლდეს“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ და დასძინა, რომ მალე პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგების ჩატარებაში მასწავლებლის სახლს სხვა პროვაიდერებიც შეუერთდებიან.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტრენინგები პედაგოგებისთვის ფასიანი გახდება? - ამ კითხვაზე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს არაერთგვაროვანი პასუხი აქვს:

„მასწავლებლის სახლი ჩაატარებს იმ ტრენინგებს, რასაც სახელმწიფო დაგვიკვეთავს. კარგი იქნება, სახელმწიფო ვაუჩერებს თუ მისცემს პედაგოგებს, რათა მათ, ამ ვაუჩერით იმ პროვაიდერთან გაიარონ ტრენინგი, რომელიც ენდომებათ. მე პირადად,  ვეძებ დონორებს, რათა სახელმწიფოს ეს ტრენინგები არანაირი თანხა არ დაუჯდეს და ასევე თანხა არ გადაიხადონ მასწავლებლებმა“.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება