სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტს ორი დღესასწაული აღნიშნეს
05-03-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტს დედის და ველური ბუნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა დედებს დღესასწაული მიულოცეს და სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, canve.com-ის გამოყენებით, მათთვის სერტიფიკატები დაამზადეს.

ველური ბუნების საერთაშორის დღის აღსანიშნავად, ეკო-კლუბის წევრებმა, საზოგადოებას 3 მარტის, როგორც გარემოსდაცვითი დღის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.

„აღნიშნული დღის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ველური ბუნების პრობლემების შესახებ.  

2021 წელს ველური ბუნების მსოფლიო დღის თემა ტყეები და მისგან მიღებული სარგებელია.

მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, იმსჯელეს ტყის როლზე ეკოსისტემების თუ ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების პროცესში, თუ როგორ უწყობს ხელს ტყე კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას. 

მოგეხსენებათ, ველური ბუნების მსოფლიო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

2021 წელს ველური ბუნების მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ტყის მართვის ისეთი მოდელების წახალისებას, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც ადამიანების კეთილდღეობას, ისე ტყისა და მისი ველური ბუნების გრძელვადიან კონსერვაციას.    

ეკო-კლუბის წევრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ  გაიხსენეს 17 გლობალური მიზანი, ყურადღება გაამახვილეს მე-15 მიზანზე, რომელიც გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვა-აღდგენასა და მდგრად გამოყენებას, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებასა და აღდგენა-გაუმჯობესებას. მათ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ტყეების  შესახებ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება