სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლობა ისეთი სტრესული, საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელსაც მხოლოდ ანაზღაურებისთვის არავინ გააკეთებს და ვერც შეძლებს“ - ალექსანდრე ჯეჯელავა
10-11-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა“ პედაგოგების 20 წლის წინანდელი და ახლანდელი მდგომარეობა შეადარა და აღნიშნა, რომ თუ წლების წინ მასწავლებლობა არაპოპულალური და არასასურველი პროფესია იყო, ახლა ასე არ არის. მისი განცხადებით, პედაგოგებს დღეს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ:

„დაბალანაზღაურებადი პედაგოგები აღარ არიან. დღესდღეობით ვინც ამთავრებს პედაგოგიურ ფაკულტეტს და შედის სკოლაში, პრაქტიკულად ყველა ავტომატურად უფროსი მასწავლებელი იქნება, რადგან ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს თავიდანვე დააკმაყოფილებს. რაც შეეხება უფროსი მასწავლებლების ანაზღაურებას, სრული განაკვეთის შემთხვევაში, 800 ლარზე მეტია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პედაგოგი, ვინც სკოლაში შევა და ვინც თავიდანვე მოინდომებს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს, მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ექნება. ეს ერთი საკითხია,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მეორე საკითხიც გამოყო. მისი თქმით, კარგი ანაზღაურება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისია, მაღალი ანაზღაურება არ ქმნის კარგ პედაგოგს:

„მეორე საკითხი არის, რომ მაღალი ანაზღაურება არ შველის, არ ქმნის კარგ პედაგოგს, კარგ პედაგოგს ქმნის ბავშვების სიყვარული. მაღალმა ანაზღაურებამ შეიძლება, კარგი ბანკირი შექმნას, ან კარგი სპეციალისტი. კარგი ანაზღაურება აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის. ეს ისეთი სტრესული, საპასუხისმგებლო საქმეა (მასწავლებლობა), რომელსაც მხოლოდ ანაზღაურებისთვის არავინ გააკეთებს და ვერც შეძლებს,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება