სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უხელფასობამ, დაუფასებლობამ, უპატივცემულობამ პედაგოგის პროფესიის დაკნინება გამოიწვია“
09-11-2017
-
+


„ბოლო 20 წლის განმავლობაში უხელფასობამ, დაუფასებლობამ, უპატივცემულობამ, არასწორ პირობებში ყოფნამ პედაგოგის პროფესიის დაკნინება გამოიწვია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ისაუბრა.

''10 წლის წინ, შეიძლება 5 წლის წინაც, ბავშვს რომ ეთქვა მშობლისთვის, მასწავლებლობას ვაპირებო, დიდი შანსია, ეთქვათ, არა შვილო, კარგად დაფიქრდი, რადგან ხელფასი არ გექნება, საყვედურებს მიიღებ, არაკომფორტულ გარემოში შეიძლება მოგიწიოს მუშაობა. ჩვენ ყველა ეს მიზეზი უნდა აღმოვფხვრათ, პირველ რიგში ადეკვატური ანაზღაურება უნდა მივცეთ ამ ხალხს. 

ნებისმიერი პედაგოგისთვის ანაზღაურებაზე უფრო წინ დგას დაფასება, ამასთან ერთად, უნდა შევქმნათ პირობები, რომ მასწავლებელმა შეძლოს მომავალი თაობის ღირსეული აღზრდა. ყველა პედაგოგისთვის მთავარი მოტივატორი არის სწორედ ბავშვის მიღწევა და ის შედეგი, რასაც მოსწავლე აღწევს სასწავლო პროცესში. 

ეს არის გასაღები, პროცესი უკვე დაწყებულია და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ასობით ახალგაზრდა ირჩევს პედაგოგის პროფესიას. ქალაქებში ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან შრომის ბაზარი არის, სოფლებში და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კი ძალიან გვიჭირს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება