სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანის ვადა განესაზღვრა - რა შემთხვევაში ისარგებლებთ გამონაკლისით 7-8 მარტს
01-03-2021
-
+


მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანა შეუძლია რვა დღის განმავლობაში - აღნიშნულ ინფორმაციას პედაგოგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცნობს.

„მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანა (მათ შორის შემაჯამებელი წერის) შეუძლია რვა დღის განმავლობაში. იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა (საუბარია მხოლოდ ჩანიშნულ შემაჯამებლის ნიშნებზე და არა მიმდინარეზე, მაგ. საკლასო).

იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში დღემდე არ უჩანს რომელიმე მონაცემი (ცხრილი, სია, თარიღი და ა.შ.) პირველ რიგში, გადაამოწმეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემები, რომ ზემოთაღნიშნულ ვადებში მოახერხოთ შემაჯამებელი ნიშნების შეტანა, თუ ამის საჭიროება გაქვთ“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება