| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა კლასის საათი თემაზე: „შემოდიოდა სიკვდილი ცელით...“; მოსწავლეებმა ასევე პარალელი გაავლეს 2008 წლის აგვისტოს ომთან.
სამწუხაროდ, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლამ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული გაკვეთილების სისასტიკე - სკოლის კურსდამთავრებული მალხაზ აბაშიძე სწორედ ამ ომს შეეწირა და დღეს სკოლა თანამედროვე გმირის სახელს ატარებს.
„კლასის დამრიგებელმა, ირინა კუჭავამ ისაუბრა საქართველოს ისტორიის „წითელი“ წარსულის შესახებ და აღნიშნა, რომ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენების გაგრძელებაა 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელსაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული - მალხაზ აბაშიძე შეეწირა და სკოლა ამაყობს, რომ გმირის სახელს ატარებს.
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს მოსწავლეებმა: ნათია ქაროსანიძემ და საბა ძაგნიძემ; მათ გაიხსენეს თებერვლის სუსხიანი დღეები, იუნკრები, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები. წაიკითხეს ნაწყვეტები ლიტერატურული ტექსტებიდან.
საქართველოს ანექსიასა და იუნკერთა თავდადებული გმირობის შესახებ მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმები“, - აღნიშნულია ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა