სიახლეები
სიახლეები

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელოს“ საქართველოს ყველა სკოლას მიეწოდა
26-02-2021
-
+


„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე და ინოვაციური პროდუქტია, რომელიც „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ინოვაციური სახელმძღვანელო  მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრას, როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით. 

სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცა ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციას. 

მიმდინარე კვირას „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სასკოლო საზოგადოების წევრებთან და განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად, სახელმძღვანელოს ავტორებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საკუთარი ნაშრომები და ის მიგნებები, რაც გამოცემაშია ასახული.

ღონისძიება გახსნა ავთო აბდუშელიშვილმა - „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელმა. 
შეხვედრაზე  „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა აღნიშნა: 

„მოხარულები ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ფონდსა და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას შორის, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას - დავხმარებოდით პანდემიით გამოწვეული პრობლემების პირისპირ აღმოჩენილ განათლების სისტემას. იმედია, ჩვენი ფონდის მხარდაჭერითა და ასოციაციისა და ავტორების ძალისხმევით შექმნილი გზამკვლევი შესაბამის შედეგებს მოიტანს საგანმანათლებლო სექტორში და პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს სკოლის ადმინისტრატორებსა და პედაგოგებს სწავლა-სწავლების დროს. ვიმედოვნებთ, რომ ის განათლების სისტემისთვის ქმედით ინსტრუმენტად იქცევა პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვის პროცესშიც და მის შემდგომაც. ეს პროექტი სრულად პასუხობს ჩვენს მიზანს, რომელიც განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობასა და მისი ხარისხის გაზრდაში გამოიხატება. მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს, ავტორებს და განათლების სამინისტროს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული წიგნის შექმნის პროცესში. ჩვენი ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მომავალშიც დაუჭიროს მხარი სხვა საინტერესო ინიციატივებს.“

შეხვედრის ფარგლებში სფეროს წარმომადგენლებს მიესალმა მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც წიგნის ერთ-ერთი ავტორიცაა. საკუთარი ნაშრომები გააცნეს სიმონ ჯანაშიამ - განათლების მკვლევარმა, გიორგი ჭანტურიამ - კოალიცია „განათლება ყველასთვის“ დირექტორმა, მეგი კავთუაშვილმა - ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა და სხვა ავტორებმა, რომლებიც რამოდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ სახელმძღვანელოზე.

შეხვედრას განათლების სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც დეტალურად გაეცნენ დისტანციური სწავლების ეფექტიანი მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვისა და სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციების გამოყენების გზებს. სკოლის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩართულიყვნენ არა მხოლოდ წიგნის დანერგვაში, არამედ  მონაწილეობა მიიღონ სახელმძღვანელოს ახალი გამოცემის შექმნაშიც.

სახელმძღვანელოს ელ ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.

ორგანიზატორის შესახებ:

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია: საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აერთიანებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის ადმინისტრატორებს. ასოციაცია  განათლების მიმართულებით  გახლავთ მრავალი კონფერენციის, პრაქტიკული ტრენინგისა და სემინარის ორგანზატორი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს ჟურნალ „სკოლის მართვას“.

დამფინანსებლის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება