სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„KIU შესაძლებლობას მაძლევს ვიმუშაო კომპეტენტურ, მიზანდასახულ, ნიჭიერ ადამიანებთან და გავიდე საერთაშორისო ასპარეზზე“ – KIU-ს სტუდენტი გიორგი ჭავჭავაძე
16-02-2021
-
+


გიორგი ჭავჭავაძე KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია. მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა სისტემატურად მონაწილეობდა სასკოლო ოლიმპიადებში, დადიოდა ფიზიკისა და პროგრამირების წრეებზე. გავლილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ერთწლიანი პროგრამირებისა და ბრიტანულ ცენტრ „ქალანის“ ინგლისურენოვანი კურსები. მონაწილეობა აქვს მიღებული „ევროკავშირი საქართველოსთვის“-მიერ ორგანიზებულ საქართველოს პარლამენტის მოდელირების პროექტში. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ინტერნეტ ტელევიზია „ინკოგნიტოში“ და ამზადებდა რეპორტაჟებს. 

გიორგი ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს. მოსწონს KIU-ს პროგრამების მაღალი ხარისხი და განათლების მიღების სწრაფი ტემპი. ამბობს, რომ უნივერსიტეტი მას აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს კომპეტენტურ, მიზანდასახულ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, მიიღოს საფუძვლიანი განათლება და გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე. გიორგი აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის პროექტებშიც. ამჟამად იგი Wine Shop - ის პროგრამაზე მუშაობს. ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს და შედეგითაც კმაყოფილია. მას, ასევე, დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ KIU Visual Math Fest-ის კონკურსში. ამბობს, რომ მსგავსი პროექტები სტუდენტების განვითარებისა და მოტივაციისთვის დამატებითი შანსია.

„KIU-ში ჩემი ჩაბარება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. უნივერსიტეტის არჩევისას ვეძებდი ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ხარისხიან ცოდნას მომცემდა კარგ ფასად. მინდოდა მესწავლა ისეთ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში, რომელსაც გააჩნდა სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნისა და მათი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა. გადავწყვიტე, რომ KIU იდეალური უნივერსიტეტი იქნებოდა ჩემთვის.

KIU მაძლევს საშუალებას ვიმუშაო კომპეტენტურ, მიზანდასახულ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, მივიღო რელევანტური და საფუძვლიანი განათლება სხვადასხვა დარგში და გავიდე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ამ უნივერსიტეტის ყველაზე დიდი პლიუსი არის განათლების მიღების სწრაფი ტემპი და პროგრამების ხარისხი. მიმაჩნია, რომ KIU-ს აქვს უდიდესი პოტენციალი და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში.“ - გიორგი ჭავჭავაძე.
    


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება